კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შესყიდვების კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს

29 აპრილი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

26 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის წლიური ანგარიშის განხილვა დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში  სახელმწიფო შესყიდვებს დაეთმო. არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს პაპუნა კობერიძეს სახელმწიფო შესყიდვებისას  წარმოქნილი პრობლემები შეახსენეს. 

ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი სახელმწიფო შესყიდვების დროს გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ პარქტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვერ გამართლა სტრატეგიამ, რომელსაც  მუნიციპალიტეტი იყენებდა და ტენდერში იმ კომპანიებს ამარჯვებინებდა, ვინც ყველაზე დაბალ ფას შესთავაზებდა.

თამარ ედიშერაშვილი ეკონომისტი: „ხელისუფლება ვალდებულია, კანონი დაიცვას და არ შეისყიდოს თვითღირებულებებზე დაბლა უხარისხო საქონელი და მომსახურება. ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგებული გზის საფარი უკვე დაზიანებულია. ამიტომ მიღება-ჩაბარების დროს საჭიროა  უფრო სერიოზული ექსპერტიზა და კომპეტენტური კომისიის გამოყოფა“.

ამ კუთხით არსებულ პრობლემებს  ეთანხმება მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძე. იგი აუქციონში მონაწილე კომპანიების ნაწილის მხრიდან მანიპულაციაზე საუბრობს და შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, რათა არასანდო კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების სისტემიდან ამოღებული იქნეს.

პაპუნა კობერიძე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: „ტენდერებზე იყო საუბარი და მართლაც სერიოზული პრობლემაა, როდესაც ფასებით თამაშობენ. მე ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა დადგეს სერიოზულ დონეზე და ცვლილებები შევიდეს შესყიდვების შესახებ კანონში“.

გორის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო შესყიდვების დროს ინფარასტრუქტურულ პროექტებზე ორჯერ შეექმნათ პრობლემა. 

პირველად გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯიპიჯი“-მ, რომელსაც ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები უნდა მოეწესრიგებინა, თანხის ნაწილი აიღო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. შპს „ჯიპიჯი“-ს გარანტორ სადაზღვეო კომპანია „უნისონისგან“ მუნიციპალიტეტმა ავანსად გაცემული თანახა - 14 000 ლარის ოდენობით დაიბრუნა და მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციაზე ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას გამარტივებული შესწყიდვის წესით გაუფორმა ხელშეკრულება. 

მუნიციპალიტეტს მეორე პრობლემა შპს „ვერელი+“-თან შეექმნა.  კოპანიის მიერ დაგებული საავტომობილო გზა რამდენიმე თვეში დაზიანდა. მუნიციპალიტეტმა კომპანიას დამატებითი დრო მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად. 

ახალი ამბები