კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის მოადგილეს და სკოლის დირექტორს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

5 მაისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები შემცირდა. თუმცა, გარკვეულ  დონეზე მაინც ხდება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება. ეს განცხადება საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ გორის მერობის კანდიდატმა მამუკა ნოზაძემ გააკეთა და ამის დამადასტურებლად გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლის დირეტორის, ვახტან სუხიტაშვილი პედაგოგებთან თათბირი დასახელა. 

ნოზაძის თქმით, სუხიტაშვილი „ნაციონალური მოძრობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ამჯერად უკვე ერთგულებას ახალ ხელისუფლებლებას უმტკიცებს იგივე ფორმით. 

მამუკა ნოზაძე, საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი პოზიციის“ გორის მერობის კანდიდატი: „მესამე სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა პედაგოგებს  ჩაუტარა თათბირი. ეს ის დირექტორია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქაში არაერთი პედაგოგი გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით. დღეს უკვე ფერი იცვალა და პედაგოგებს დირექტივებს აძლევს, თუ ვინ და როგორ უნდა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა“.

გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლის დირეტორი ვახტანგ სუხიტაშვილი მამუკა ნოზაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს,  რომ მან თათბირი მართლაც ჩაატარა, სადაც პედაგოგებს   სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ვახტანგ სუხიტაშვილი, გორის მესამე საჯარო სკოლის დირეტორი: „ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ახალი ხელისუფლების რომ აღარ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსები პოლიტიკური მიზნებისთვის. მე პედაგოგებს ვუთხარი სასკოლო საგაკვეთილო პერიოდში პოლიტიკურ აგიტაციებს ნუ გაწევთ ნურავინ, არ გაქვთ პოლიტიკური აგიტაციის გაწევის უფლება-მეთქი.  აქ არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ პარტიებზე საუბარი არ ყოფილა“.

საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის“ გორის შტაბში აცახდებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენების მცდელობის ფაქტი კიდევ დაფიქსირდება, ისინი უწყებათაშორის კომისიას მიმართავენ განცხადებით.

საარჩევნო უწყებათაშორის კომისიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, გიორგი თოთლაძის წინააღმდეგ უკვე მიმართა. როგორც საიას გორის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სამუშაო საათებში გუბერნატორის მოადგილე კასპის „ქართული ოცნების“ შტაბში იმყოფებოდა და პარტიულ საქმიანობას ეწეოდა. 

ახალი ამბები