კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი დავით კოდუას ცემის ფაქტის გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს

8 მაისი, 2014
 
ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დავით კოდუას ცემის ფაქტზე გამოძიება სრულყოფილად და ეფექტურად ჩაატაროს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც დავით კოდუას ცემის ფაქტს აღიარებს და გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა).

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მიუხედავად ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენებისა, გამოძიების სრულყოფილად, ყოველმხრივ და ეფექტურად ჩატარებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში საგამოძიებო ორგანოებმა მოიძიონ და შეკრიბონ ყველა შესაძლო მტკიცებულება, მათ შორის, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და თვითმხილველთა ჩვენებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა დანაშაულის სათანადო კვალიფიკაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაძლოა დაკვალიფიცირდეს ცემად, თუკი მას არ მოჰყოლია ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მაშინ როცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით დავით კოდუა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირების მიერ თვითნებურად, შურისძიების მოტივით, ნებისმიერი პირის დასჯასა თუ დასჯის მცდელობას. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები