კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია აცხადებს, რომ სასამართლოების მხრიდან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა შემცირდა

15 მაისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მორიგი ანაგარიში წარუდგინა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. ანგარიში სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგს ეხებოდა. ორგანიზაცია აკვირდებოდა თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს. 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლო  უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა და მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებული და არგუმენტირებულია.  მიუხედავად სასამართლოს დამოუკიდებლობის ზოგადი ტენდენციისა, ახალგაზრდა იურისტები   მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილ კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობენ.

თინათინ ავალიანი, საიას წარმომადგენელი: „ცალკეული მიმართულებით სასამართლოს გაუმჯობესებული მიდგომა გრძელდება, რაც მაგალითისთვის, შეიძლება იყოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, მაგრამ კონკრეტული უფლებები ისევ ილახება და პრობლემები რჩება. სასამართლო კვლავ ნაკლებად იყენებს თავის დისკრეციას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე და მხოლოდ პატიმრობას ან გირაოს უფარდებს“.

მონიტორინგი ასევე ეხებოდა სხდომების მიმდინარეობას და მხარეების შეჯიბრობითობის დროს დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომელიც ეხება პროკურატურის შუამდგომლობისას მტკიცებულებათა წარდგენის დაკმაყოფილებას. რაც შეეხება დაცვის მხარეს,  იგი თავს იკავებს როგორც საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის, ისე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნისგან.

ჩხრეკისა და ამოღების შესახებ 38 სხდომიდან, რომელთა მონიტორინგსაც საია ახორციელებდა, მხოლოდ ორ შემთხვევაში გასცა სასამართლომ წინასწარი ნებართვა ჩხრეკის ჩატარების შესახებ. დანარჩენ 36 შემთხვევაში, ჩატარებული ჩხრეკა დააკანონა სასამართლომ, როგორც გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ღონისძიება. ახალგაზრდა იურისტებს კვლევის ეს შედეგი აძლევთ ეჭვის საფუძველს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებას.   

ანგარიშის პრეზენტაციის  შემდეგ დისკუსია გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებთან.  

ნინო მინდიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის“ წარმომადგენელი: „მონიტორინგი თუ გაგრძელდება, კარგია, რადგან მოსახლეობას ნდობა სასამართლოს მიმართ უფრო აუმაღლდება. მე დღეს ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე და მიხარია, რომ ეს ინფორმაცია პოზიტიურია და არა ნეგატიური. არის ცვლილებები, რაც სასამართლო რეფორმის მდგარადობაზე მიანიშნებს“.

საიას კვლევა 2013 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში  528 სისხლის სამართლის საქმეზე განხორცილდა. მონიტორინგის ანგარიშში ასახულია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებიც. 

ახალი ამბები