21:27, Saturday, 19.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გამგებლობის კანდიდატები კახეთში

03.06.2014

 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

საოლქო–საარჩევნო კომისიებში მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. 15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახეთის რეგიონში გამგებლობის ყველაზე მეტი კანდიდატი საგარეჯოშია რეგისტრირებული.

თელავში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე შათირიშვილია; „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ - მალხაზ არუდაშვილი; „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ – ჯემალ ბაღათრიშვილი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - გიორგი ბოტკოველი;

ყვარელში „ქართულმა ოცნებამ“ გამგებლობის კანდიდატად ილია მზექალაშვილი წარადგინა; „დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ გამგებლად კენჭს ალექსი შიუკაშვილი იყრის; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან – ილია ბურკიაშვილი; მწვანეთა პარტიიდან – რევაზ ჩოხადარი; ნაციონალური მოძრაობიდან – ხატია დეკანოიძე;

სიღნაღში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს დავით ჯანიკაშვილი იყრის; „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ გამგებლობის კანდიდატი გიორგი მჭედლიშვილია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - ზაზა ზედელაშვილი; „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ - ირაკლი სულიაშვილი; მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან - ნოდარ კუტიბაშვილი;

ახმეტაში „ქართული ოცნებიდან“ გამგებლობის კანდიდატი ბექა ბაიდაურია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - შაქრო ტერტერაშვილი; „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ – ზურა ფილაშვილი; „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“ – ნუკრი ბართიშვილი;

ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კარლო (კახა) ჯამბურიაა; საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობიდან კენჭს ნოდარ მანიჟაშვილი იყრის; „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ – ისაკო ცქიფურიშვილი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - ნიკა ნოზაძე;

გურჯაანში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის გივი გერგიძე; „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ - ვალერი შოშიაშვილი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – გიორგი პეტრუზაშვილი; „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზიდან“ – ფარვიზი ბაწელაშვილი; „თვითმმართველობა ხალხს“ – ზაზა ნაცვლიშვილი.

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნებიდან“ გამგებლობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - ემზარ ჯანაშვილი; „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ – გელა ბაგალიშვილი;

საგარეჯოში „ქართულმა ოცნებამ“ გამგებლობის კანდიდატად გიორგი გზირიშვილი წარადგინა; საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა – სოსლან გარსევანიშვილი; სახალხო პარტიიდან კენჭს ალექსი არაბული იყრის; ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან – დავით მაისაშვილი; „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარსევან ბუხნიკაშვილი; არასაპარლამენტო ოპოზიციიდან – ივანე დემეტრაშვილი; ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან თენგის სონიშვილი; ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან – ილია ჭიაურელი;

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება. რის შედეგადაც აირცევა 71 საკრებულო - საერთო რაოდენობით 2,088 საკრებულოს წერი, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC