04:17, Saturday, 04.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მსჯავრდებულთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები - ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია

24.06.2014

 
25 ივნისს, 13:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს - „მსჯავრდებულთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიში მოამზადა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. 

ანგარიშში ასახულია 2013-2014 წლების განმავლობაში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემები, გამოწვევები და რეკომენდაციები. 

პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემებიდან ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია: მსჯავრდებულთა გარდაცვალების შემთხვევებზე; მსჯავრდებულთა ჯანდაცვის უფლების დარღვევებზე; მსჯავრდებულთა წამების, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ასეთი შემთხვევების არაეფექტურ გამოძიებაზე; ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობაზე და ა.შ.

ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების პრაქტიკას, კონკრეტულ საქმეებს, რომლებიც ორგანიზაციას ჰქონდა წარმოებაში. მასში გაანალიზებულია სასჯელარსრულების სისტემის რეფორმირების პროცესი 2013 წლის განმავლობაში და 2014 წლის პირველ ნახევარში. აღწერილია რეფორმის ხარვეზები და დადებითი მხარეები. 

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს პრალამენტისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC