კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელაველები პირველ მერს მეორე ტურში აირჩევენ

24 ივნისი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

თელავში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ პლატონ კალმახელიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ალექსი ძულიაშვილი დაუპირისპირდებიან. 

50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, თელავში 16 საარჩევნო უბნიდან პლატონ კალმახელიძემ 43.18% მიიღო, რაც ამომრჩეველთა 3263 ხმას შეადგენს. 

პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მას უფრო მეტი ხმის იმედი ჰქონდა: „მართალია, არ ველოდი ასეთ შედეგს, მაგრამ მეორე ტური ჯერ კიდევ წინ არის. მეგონა, რომ არჩევნებში უფრო მეტ ხმას ავიღებდი. როგორც დაინიშნება მეორე ტური შემდეგ გადავწყვე რა გავაკეთო და ამასთან დაკავშირებით განცხადებასაც გავავრცელებ“. 

„ქართული ოცნების“ კანდიდატისგან განსხავებით მეორე ტურს ელოდა ნაციონალური მოძრაობიდან ალექსი ძულიაშვილი, რომელმაც 22,26% დააგროვა. „ველოდებოდი ასეთ შედეგებს და ვიცოდი, რომ დაინიშნებოდა არჩევნეს მეორე ტური. ეს იმიტომ, რომ ამდენი პარტია იყო რეგისტრირებული. მეორე ტურში ჩვენ წავრდგებით ჩვენი პროგრამით და ეს პროგრამა გათვლილი იქნება თითოეული თელაველის საკეთილდღეოდ“. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, ცესკოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება. საარჩევნო კოდექსის მიხედვით არჩევნების  საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 3 დღეში უნდა დაინიშნოს მეორე ტური, ხოლო დანიშვნიდან ორი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს  კანონმდებლობით, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისათვის ცესკოს  24-დღიანი ვადა აქვს, რომელიც ითვალისწინებს ყველა საარჩევნო სასამართლო დავის დასრულებასაც. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, თუ არ იქნება სასამართლო დავა, ცესკო საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას უფრო ადრეც შეძლებს.

ახალი ამბები