კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „მსჯავრდებულთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“

25 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოგიდგენთ ანგარიშს - „მსჯავრდებულთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიში მოამზადა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. 

ანგარიშში ასახულია 2013-2014 წლების განმავლობაში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემები, გამოწვევები და რეკომენდაციები. 

პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემებიდან ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია: მსჯავრდებულთა გარდაცვალების შემთხვევებზე; მსჯავრდებულთა ჯანდაცვის უფლების დარღვევებზე; მსჯავრდებულთა წამების, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ასეთი შემთხვევების არაეფექტურ გამოძიებაზე; ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობაზე და ა.შ.

ანგარიში ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების პრაქტიკას, კონკრეტულ საქმეებს, რომლებიც ორგანიზაციას ჰქონდა წარმოებაში. მასში გაანალიზებულია სასჯელარსრულების სისტემის რეფორმირების პროცესი 2013 წლის განმავლობაში და 2014 წლის პირველ ნახევარში. აღწერილია რეფორმის ხარვეზები და დადებითი მხარეები. 

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს პრალამენტისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ. 

ახალი ამბები