04:56, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გიგი უგულავას დამატებითი ბრალდებები წაუყენეს

01.07.2014

 
სივილ ჯორჯია

გიგი უგულავას, თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს დამატებითი ბრალდებები წაუყენეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 30 ივნისს განაცხადა, რომ დედაქალაქის მერად მუშაობის პერიოდში უგულავამ 2009 და 2011 წლებში თბილისში პარკირების მომსახურების გამწევ „სი-თი პარკს’’ „კანონთან შეუსაბამო ბრძანების“ საფუძველზე  „არამართლზომიერი უპირატესობა“ მიანიჭა ჯარიმებიდან შემოსული თანხის გადანაწილების სქემაში დამატებითი შეღავათების დაწესებით, რითაც „კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით“.

უგულავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ორშაბათს დაკითხვაზე იმყოფებოდა; მას ბრალი დაკავების გარეშე წაუყენეს.

საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მორიგი „აბსურდული“ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება იყო მის წინააღმდეგ.

დაკითხვის წინ მან განაცხადა, რომ მისი დაბარება იყო მთავრობის მიერ გამოცხადებული იმ მორატორიუმის დარღვევა, რომლის ფარგლებშიც არჩევნებში ჩართული პირების მიმართ კამპანიის პერიოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეჩერდა. 

ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ორშაბათს საღამოს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, რომლის სლოგანიც, პარტიის თქმით, იქნება „ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე“.

უგულავას წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ საქმეზე 2013 წლის თებერვალში წარდგენილ ბრალდებებზე.

ამასთან, დეკემბერში უგულავას პროკურატურამ ბრალი დასდო დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. ამ ბრალდების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შემდეგ უგულავამ სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა თავისი შუამდგომლობა უკან გამოიტანა.


ფოტო: ინტერპრესნიუსი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC