20:44, Saturday, 28.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცესკო მეუფე იაკობის ქადაგების წინააღმდეგ საჩივარს სწავლობს

11.07.2014
 
სივილ ჯორჯია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ის  მეუფე იაკობის წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიებს სწავლობს იმასთან დაკავშირებით, რომ მან 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკურიმოწოდებებით საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

მეუფე იაკობმა 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა, ამომრჩეველებს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა „უარი უთხრან“ იმ ადამიანებს, რომლებიც „არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას“. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები „ცოტა ხანი გვერდზე უნდა გადგნენ“ და სხვას დაუთმონ გზა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს საარჩევნო კამპანიის წარმოებას რელიგიური ორგანიზაციების მიერ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებაში გაკეთებულ განცხადებებში „კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა“, რაზეც მათ ცესკოს საკითხის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისაკენ მოუწოდეს.    

„ცესკომ, ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება“, – განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ეკა აზარაშვილმა 9 ივლისს.

მისი თქმით, ქორეპისკოპოს იაკობის სახელზე გაგზავნილია წერილი, სადაც მას ეთხოვა ხუთი დღის ვადაში წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა. „შესაბამისად ჩვენ დაველოდებით ამ წერილზე პასუხს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ცესკო საქმის გარშემო არსებულ ყველა გარემოებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.   

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC