16:31, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ირაკლი ოქრუაშვილმა გორში დამარცხება აღიარა

14.07.2014

 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში მერის არჩევნების მეორე ტურში ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ხმების 62,23% მიიღო და მის კონკურენტს - „ქართული პარტია - ირაკლი ოქრუაშვილის“ კანდიდატს, კახაბერ ერგემლიძეს  3 834-ხმით მოუგო.  ერგემლიძეს მხარი არჩევნებზე მისული ამომრჩევლების   37, 77%-მა  დაუჭირა.   
ქალაქის მერის მსგავსად მუნიციპალიტეტის  გამგებელიც  ქართული ოცნების კანდიდატი  გახდა.  დავით ონიაშვილმა  მის კონკურენტს - „ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პარტიის“ კანდიდატს, ბონდო ვათიაშვილს 9 068 ხმით მოუგო.  არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმები კანდიდატებს შორის  ასე გადანაწილდა:  დავით ონიაშვილი - 66,95%, ბონდო ვათიაშვილი – 33,05%.     

მალხაზ მირუაშვილი, გორის  N32 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „არჩევნებში მონაწილეობა მიღო 40%-მდე ამომრჩეველმა. რაც შეეხება დარღვევებს, საარჩევნო ოლქში ამ ეტაპისთვის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით მხოლოდ სამი  საჩივარი შემოსულია, რომელიც არსებით გავლენას ჯერჯერობით არ ახდენს არჩევნებზე. დაველოდებით კიდევ ორ დღეს. შეიძლება კიდევ შემოვიდეს საჩივრები. მთლიანობაში, მინდა, ავღნიშნო რომ, გორის საარჩევნო ოლქში არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი სერიოზული ექსცესების გარეშე“.

ირაკლი ოქრუაშვილი პირველი გამოეხმაურა არჩევნების შედეგებს. მან დამარცხება აღიარა, მაგრამ აღნიშნა, რომ არათანასწორ ბრძოლაში წააგო არჩევნები.  

ირაკლი ოქრუაშვილი: „იმ უსამართლობის ფონზე, რაც ჩვენს მიმართ წინა საარჩევნო პერიოდიდან სუფევდა, როცა მე არ მომცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ჩვენ შევძელით საკმაოდ კარგი შედეგის დადება, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები წავაგეთ და ამას ვაღიარებთ. დღეს ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანებული იყო როგორც სახელისუფლებო პარტია, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ნებისმიერი პატარა წვრილწვრილი მათი დანამატები. ამის ფონზე ჩვენ ვაჩვენეთ მაინც ყველაზე კარგი შედეგი. ბრძოლა არ წყდება, ჩვენ არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას“.

ჟურნალიტებთან პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილს არ დაუსახელებია კონკრეტული ფაქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა იყო. 

„ქართული ოცნების“ გორის მერობის გამარჯვებული კანდიდატის, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, მათ ხმები არ უყიდიათ და ოქრუაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

ზურაბ ჯირკველიშვილი, „ქართული ოცნების“ გამარჯვებული კანდიდატი: „არ ვთვლი ღირსად ამ ბრალდებას, რომ მასზე გავაკეთოთ კომენტარი, რადგან ეს არის უხამსი ტყუილი და ხომ იცით, კატას რაც ელანდებოდაო, ის ესიზმრებოდაო, თუ რაღაც ასეთი... შედეგები ძალიან დამამშვიდებელია ჩვენთვის. ჩვენ საკმაოდ დიდი ანგარიშით მოვიგეთ. სხვანაირად შეუძლებელიც იყო. ოქროაშვილს არა აქვს შანსი და არც არასოდეს არ ექნება შანსი, რომ გორში მოიგოს არჩევნები“.

პირველ ტურთან შედარებით მცირედით გაიზარდა „ქართული პარტია - ირაკლი ოქრუაშვილის“ კანდიდატების მხარმაჭერების რიცხვი. რაც შეეხება ,,ქართულ ოცნებას“  პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში თითქმის გაორმაგდა იმ ამომრჩევლების რიცხვი, ვინც არჩევანი მასზე გააკეთა.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC