20:35, Saturday, 28.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის რწმუნებულს ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაბრკოლებები შეუქმნეს

15.07.2014
 
Ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება შსს–ს ახალქალაქის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლის უფლება არ მისცა.

2014 წლის 11 ივლისს, 22.00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არმენ მარანგოზიანი მივიდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოქალაქე მ.ი.-ს ოჯახის წევრთა ცნობით, მისი მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობდა. ახალქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის თემურ სხირტლაძის განცხადებით, მოქალაქე მ.ი. იმ დროისათვის უკვე აღარ იმყოფებოდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში; იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ახალციხის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა, ახალციხის პოლიციის განყოფილების ინფორმაციით, მსგავსი სახელით ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში არავინ იმყოფებოდა.

არმენ მარანგოზიანი დაბრუნდა ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში და შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაშვება მოითხოვა. პოლიციის მორიგე თანამშრომელმა არტუშ ჰარუთინიანმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს დმი-ში შესვლაზე უარი განუცხადა და პოლიციის ტერიტორიის დატოვებაც მოსთხოვა.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC