10:22, Wednesday, 30.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქუთაისის ციხეში C ჰეპატიტი 519 პატიმარს დაუდგინდა

06.08.2014

 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

მიმდინარე წლის 1 მარტიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა ამოქმედდა. ასევე,  1 ივლისიდან შესაძლებელი გახდა შესაბამისი პრეპარატების ფასდაკლებით შეძენა.

humanrights.ge დაინტერესდა მიმდინარე პროცესით. იმით, თუ როგორ ხორციელდება აღნიშნული პროგრამა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც C ჰეპატიტით საკმაოდ ბევრი პატიმარია დაავადებული.

„ჩვენს დაწესებულებაში პროგრამა აქტიურად ხორციელდება. ამ დროისთვის კვლევა 4700 პატიმარს ჩაუტარდა. აქედან 519-ს C ჰეპატიტი დაუდგინდა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს  C ჰეპატიტის როგორც დიაგნოსტიკას, ისე - პრევენციასა და მკურნალობას. მკურნალობის პროცესში ამ მომენტისთვის 52 პატიმარია ჩართული. ეს ციფრი თანდათან, გარემოებების მიხედვით, გაიზრდება, რადგან არიან პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ერთვებიან მკურნალობის პროგრამაში. თუმცა, მათ მოგვიანებით უტარდებათ განმეორებითი გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც იგეგმება შემდეგი პროცესები“, - ამბობს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი ექიმი ნატო რევიშვილი humanrights.ge- სთან საუბარში.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან როგორც მსჯავრდებულები, ასევე ბრალდებულები, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კონტაქტში მყოფი სხვა პერსონალი. გამოკვლევა უტარდება ყველას, მაგრამ მკურნალობის პროგრამაში მხოლოდ მსჯავრდებულები ერთვებიან.

„ისინი კი, ვისაც სასჯელის მოხდამდე 2-3 თვე აქვთ დარჩენილი, სამწუხაროდ, მურნალობის პროგრამაში ვერ ერთვებიან. მოგეხსენებათ, აღნიშნული დაავადების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და წელიწადი, ხშირად წელიწადი და 6 თვეც გრძელდება. ამდენად, პატიმარი, რომელიც ციხეზე დაიწყებს მკურნალობას, არავინ იცის გააგრძელებს თუ არა მას, იქედან გასვლის შემდეგ. მნიშვნელოანია ის მომენტიც, რომ მკურნალობის პროგრამა ითვალისწინებს მონიტორინგსაც. ანუ, მკურნალობის პერიოდში ხდება პროცესის მონიტორინგი“, - ამბობს ნატო რევიშვილი.   
           
humanrights.ge ასევე, აღნიშნული საპყრობილის ერთ-ერთი პატიმრის ოჯახს  დაუკავშირდა. 37 წლის პატიმარი გ. ა. იმ 52 პაციენტს შორისაა, რომელიც უკვე ჩაერთო     C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამაში. 

„იმ საშინელმა რეჟიმმა, რომელიც წლების მანძილზე ციხეებში იყო, მძიმე კვალი დატოვა როგორც ყველა პატიმრის, ისე ჩემი შვილის ფიზიკურ და სულიერ  მდგომარეობაზე. ამას თან დაერთო ჯანმრთელობის პრობლემები (ტუბერკულოზი და C ჰეპატიტი), რომლის შედეგადაც არაერთი პატიმარი და  ყოფილი პატიმარი დაიღუპა კიდეც. კარგია, რომ ხელისუფლებამ იზრუნა ჩვენს შვილებზე და დაიწყო მათი უფასო მკურნალობა. იცით ალბათ, რომ   C ჰეპატიტის მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს და დიდი ფუფუნებაა. სახელმწიფოს მხრიდან ეს ნამდვილად ფასდაუდებელი საქმეა. იმდენად, რომ ხანდახან არც კი მჯერა, რომ ეს მართლა ხდება“, - განაცხადა  ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრის დედამ ნათელა არაბიძემ humanrights.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება იმ პატიმრებს, რომელთაც სასჯელის მოხდამდე 2-3 თვე აქვს დარჩენილი და შესაბამისად, აღნიშნულ პროგამაში ვერ ხვდებიან, როგორც ჩანს, მოუწევთ ამ ეტაპზე მხოლოდ გაიაფებულ პრეპარატებს დასჯერდნენ. მომავალში კი, სახელმწიფო, დაპირებისამებრ, მათთვის შეღავათიან  მკურნალობაზეც იზრნებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და არსებობს დაპირებებიც, რომ დასაწყისისთვის მკურნალობა გახდეს ხელმისაწვდომი. სამომავლოდ კი - უფასო, ისევე როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ვნახოთ, რა ღონისძიებები გატარდება ამ კუთხით. ჩვენ კი, ადგილობრივი თვითმმართველობა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენც გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოთ გაკვეული თანხა ამ მიმართულებით. თუნდაც, პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იმ ფენაზე, რომელიც სოციალურად შეჭირვებულია და არა აქვს იმის საშუალება ებრძოლოს ამ მძიმე, თუმცა, არა უკურნებელ დაავადებას," - ამბობს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ექიმი თემურ ნადირაძე.

მისი განმარტებით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძოდ კი, ქუთაისის მერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ჯანდაცვა და სოციალური სფეროა.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC