16:03, Saturday, 18.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრესკონფერენცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში აზერბაიჯანელი უფლებადამცველების დაპატიმრების თაობაზე

11.08.2014
 
12 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანში უფლებადამცველთა დაპატიმრების თაობაზე ერთობლივ პრესკონფერანციას  გამართავენ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებების გამო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თითქმის მსგავსი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ასევე სამშობლოს ღალატი) 4 უფლებადაცველი დააკავეს, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკით.

აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2014 წლის მაისიდან თავმჯდომარეობს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მთავრობა არ ერიდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიების განხორციელბას და არღვევს, ევროკონვენციასა თუ სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს. 
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მიმართავენ ევროპის საბჭოს და უშუალოდ მინისტრთა კომიტეტის წევრებს, რათა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, რათა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შესრულოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს ქვეყანაში უფლებადამცველთა მიმართ რეპრესიები და მათი მასობრივი დაპატიმრებები.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები გმობენ ცნობილი უფლებადამცველების - რასულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დევნასა და დაპატიმრებას. მიმართვაში აღნიშნულია, რომ „სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტონ მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფებადამცველები.“ 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ასევე  შეშფოთებულები არიან საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „მუსავატის“ წევრის, დაშგინ აღარარლის დაკავებისა და აზერბაიჯანში მისი მოსალოდნელი ექსტრადიციის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს შეაფასოს საშიშროება, რაც არსებობს აზერბაიჯანში მისი უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვის კუთხით, გაანალიზოს აზერბაიჯანში არსებული მძიმე სიტუაცია ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2382018
ელ-ფოსტა: Tbilisi@humanrightshouse.org 
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC