16:34, Wednesday, 03.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩასახლებული დევნილები დაუსრულებელი პრობლემების წინაშე

20.08.2014

 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში ტურბაზის დევნილთა დასახლებაში 90-იან წლებში ცხინვალიდან იძულებით გადადგილებული პირები უკვე 24 წელია ცხოვრობენ. დევნილების თქმით, ხის კოტეჯები სახცხოვრებლად უკვე უვარგისია, და ამის შესახებ  ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. ტურბაზის დასახლებაში 139 იძულებით ადგილნაცვალი ოჯახია ჩასახლებული.   

ევა გოდელაძე, დევნილი:  „ჩვენთან არავინ  შემოსულა, რომ ელემენტარული კოსმეტიკური რემონტი მაინც ჩაეტარებინათ.  ჩვენ რომ მოვედით, ეს ბინები უკვე დაზიანებული იყო .  სახლში შესასვლელი კიბეები ამორტიზირებულია, აქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, სანამ უბედური შემთხვევა არ მოხდება, მანამდე არავინ მოგვაქცევს ყურადღებას?!“.

გარდა საცხოვრებელი პირობებისა, დავნილები სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. ისინი მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და უმუშევრობაზე ამახვილებენ  ყურადღებას. იძულებით გადადგილებული პირები აპროტესტებენ მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მათ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შეღავათები მოეხსნათ.

პავლე ბუზგიანაშვილი, დევნილი: „შუქზე გადასახადი მოგვისხნეს. დევნილობის დახმარება კი მოგვიმატეს, მაგრამ ეს თანხა მთლიანად გადასახადებში იხრჯება“.

ანალოგიური მდგომარებაა სასტუმრო „ქართლში“ შესახლებულ დევნილებთანაც. ისინი 24 წელია უკვე აქ ცხოვრობენ და  მათივე თქმით, პრობლემები მოგვარების ნაცვლად, ყოვეწლიურად მატულობს.

თინათინ კვაღინიძე დევნილი: ,,სასტუმრო „ქართლი“ წყალში დგას და გაუსაძლისია აქ ცხოვრება.  გაიყო ოჯახები და აღარ გვყოფნის 24 წლის წინ გამოყოფილი ფართები, მინისტრი დაგვპირდა დახმარებას და ვნახოთ რა იქნება.“

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი  სოზარ სუბარი შიდა ქართლის რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებული  იძულებით გადადგილებული პირების პრობლემებს ორი დღის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა. მინისტრმა იძულებით გადადგილებული პირების  ჩასახლებების მონახულების შემდეგ,   ცხინვალის გზატკეცილზე, ყოფილი ქალაქის საავადმყოფოს შენობაც მოინახულა, რომლის რეაბილიტაცია  ამჟამად მიმდინარობს.    სოზარ სუბარის განცხადებით, ახალ შენობაში სწორედ ის დევნილები შესახლდებიან, რომლებიც ამჟამად დაზიანებულ ბინებში ცხოვრობენ. 

სოზარ სუბარი  დევნილთა და განსახლების მინისტრი: „მაქსიმუმ ორ თვეში აქ დამთავრებული იქნება მშენებლობა და ის დევნილები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე პირობებში ცხოვრობენ, აქ შესახლდებიან. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია ხის კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებთან, კოტეჯები ფაქტობრივად ინგრევა. ამ ახლადგარემონტებულ შენობაში ის 28 ოჯახი გადმოვა, რომელიც ამჟამად ხის კოტეჯებში ცხოვრობს. ამის შემდეგ, შემობაში კიდებ 30 თავისუფალი ბინა დარჩება, სადაც დევნილებს  ქულების მიხედვით შევასახლებთ“. 

სექტემბრის ბოლოსთვის  იძულებით გადადგილებული პირების ნაწილი   ახალ საცხოვრებელ  ფართს მიიღებს. ყოფილი საავადმყოფოს შენობაში    2 დევნილი ოჯახი შესახლდება.  თუმცა იმ ადამიიანების რიცხვი, რომლებიც ამ ეტაპზე კომპაქტურად ჩასახლებულ რეგიონებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, 62 ოჯახზე გაცილებით დიდია. როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, დევნილების ახალი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC