კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას მოითხოვს

11 სექტემბერი, 2014
 
12 სექტემბერს, 12:30 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „პირWელის“ პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნასა და  ხელახალი  ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. პრესკონფერენციას დაესწრებიან ყოფილი პოლიტპატიმრები, ასევე - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ფოტორეპორტიორები.

2013 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად ცნობილი პირები „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდნენ. პოლიტპატიმართა შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირები, რომლებიც დღემდე უშედეგოდ ითხოვენ რეაბილიტაციას და მათი საქმეების გასაჯაროებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ერთ სამართლებრივ სივრცეში, ერთის მხრივ, პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირების არსებობას   და  მეორეს მხრივ, მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებზე „საუდუმლო“ გრიფის მოქმედების გაგრძელებას, სამართლებრივად შეუსაბამოდ მიიჩნევს. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი თვლის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური მოტივებით გასამართლებულ პირთა საქმეების გადახედვა და „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა პოლიტპატიმართა რეაბილიტაციისათვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამავე დროს, არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტპატიმრის სტატუსი არა აქვთ, მაგრამ მათი საქმეებიც პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია. 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ვახტანგ მაისაია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, მაგრამ მის საქმეს დღემდე „საიდუმლო“ გრიფი ადევს. გრიფი „საიდუმლო“ ადევს ფოტორეპორტიორების გახმაურებულ საქმესაც.

მიმდინარე წლის 14 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა  განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და  ყოფილ პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას სისხლის სამართლის საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა მოითხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოხსნას „საიდუმლო“ გრიფი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლიტპატიმრების საქმეებზე. ამავე დროს, გაითვალისწინოს იმ ადამიანების საქმეების სპეციფიკაც, რომლებსაც მართალია, პოლიტპატიმრის სტატუსი არა აქვთ, მაგრამ მათ საქმეებში თვალნათლივ იკვეთება პოლიტიკური დევნის ნიშნები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, გაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები, პოლიტპატიმართა რეაბილიტაციის დროულად და ეფექტურად განხორციელების კუთხით.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები