კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მძიმე ფორმით დაავადებული მსჯავრდებულის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებს

17 სექტემბერი, 2014
 
18 სექტემბერს, 13:00 საათზე პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე  მსჯავრდებულის, გენადი ჯელაძის  #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით. #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენადი ჯელაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

გენადი ჯელაძე #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 სექტემბერს, საღამოს საათებში გადაიყვანეს. გადაყვანამდე გენადი ჯელაძე იმყოფებოდა რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. მსჯავრდებული არის  წამების მსხვერპლი და ამავე დროს, აქვს შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2). იგი დღეში ოთხჯერ მოიხმარს ინსულინს. მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადატანილი ცემისა და წამების შედეგად დაავადდა. 

გადაყვანამდე #6  დაწესებულებაში მსჯავრდებული გადიოდა სპეციალური მკურნალობის კურსს, რაც უკანონოდ შეუწყდა #7 დაწესებულებაში გადაყვანის შედეგად. 

სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებია, რაზეც არაერთი რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს, მაგრამ აღნიშნული პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ განჩინებაში უსვამს ხაზს, რომ   კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირის მიერ სასჯელის მოხდა ადამიანის ღირსების პატივისცემის პირობებში, რათა სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი და ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს სასჯელით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 

მიგვაჩნია, რომ გენადი ჯელაძის ყოფნა #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

მივმართავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რათა სასწრაფოდ მოხდეს მსჯავრდებულ გენადი ჯელაძის გადაყვანა ნახევრად-ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები