21:11, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ

22.09.2014

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ტელეკოპანია „დიას“ თორმეტმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ამის მიზეზად არხის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ „კაბალურ ხელშეკრულებებს“ ასახელებენ.  როგორც 22 სექტემბერს გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ტელეკომპანია „დია“ მთელმა გუნდმა დატოვა, მათ შორის: საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა, განვითარების მენეჯერმა, მემონტაჟემ და  ტექნიკურმა პერსონალმა.

ნინო ჩიბჩიური, „დიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი: „ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ხელშეკრულებები, რაც ხელმძღვანელობამ წარმოგვიდგინა.  კერძოდ ხელშეკრულებაში ჩვენი არც ერთი უფლება არ იყო ნახსენები, არ იყო ნახსენები ჟურნალიტიკის ეთიკის ქარტიის პრინციპები და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი.  ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვთხოვეთ, რომ ეს ხელშეკრულებები შეეცვალათ. გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, რაც უნდა შეეცვალათ ამ ხელშეკრულებაში, მაგრამ პასუხად მივიღეთ უარი.  უფრო მეტიც, ბოლო თათბირზე,  რომელიც შაბათს დანიშნა ხელმძღვანელობამ, გვითხრეს, რომ ეს ხელშეკრულებები იყო საბოლოო და აღარ შეიცვლებოდა.  სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დირეტორის მეუღლე დავით მელაძე ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა და ქუჩური ტერმინოლოგიით საქმეები გვირჩია და გვითხრა - უფროსი მე ვარ და რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთ, თუ არადა, დატოვებთ სამსახურსო. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეჭვები. ტელევიზიაში ხშირად ახსენებდნენ 2016 წელს და ამბობდნენ, რომ ამ ეტაპზე ტელევიზიას ხელს არ აძლევს კონკრეტული სიუჟეტები, კონკრეტული ფაქტების გაჟღერება. ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს ტელევიზია ემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არის პოლიტიზებული“.
 
„დიას“ ყოფილი  ჟურნალიტები, ხელმძღვანელობის მხრიდან, საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ტელევიზია 2016 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ უნდა გადასულიყო საგანგებო მდგომარეობაზე. ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძის განცხადებით, არხის ხელმძღვანელმა მაია ტატულაშვილმა საგამოძიეობო ფილმი დაუბლოკა, რომელიც მიწების გადაცემას ეხებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების ახლობლებზე. ჟურნალისტის განცხადებით, როცა მიზეზით დაინტერესდა, პასუხად მიიღო, რომ „ახლა არ იყო ამის დრო“.

„დიას“ დირექტორი სატელეფონო საუბრისას ჟურნალისტის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ საგამოძიებო მასალაში სიახლე ვერ იპოვა და გამეორება იყო მანამდე სხვადასხვა არხზე გაკეთებული სიუჟეტების. ამის გამო მიიღო მისი ეთერიდან მოხსნის გადწყვეტილება.

მაია ტატულაშვილი, „დიას“ დირექტორი: „მინდოდა, ჩემს ტელევიზიაში ემუშავათ კვალიფიციურ ჟურნალისტებს. ამ ჟურნალისტებს კი არ ჰქონდათ იმ დონის მომზადება, ცოდნა და გამოცდილება. ეს ჩანს მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტებში, სადაც იყო მეტყველების და სიუჟეტის ხარისხის პრობლემა.  ვინც არის პროფესიონალი, სიუჟეტების ნახვის შემდეგ, ყველა მეუბნებოდა, რომ ამ ჟურნალიტებს სჭირდებათ დატრენინგება და სწავლა.  ამის შემდეგ შევიმუშავე კონტრაქტი, სადაც ეწერა, რომ მათ არ შეეძლოთ ჩემთან მუშაობის შემდეგ, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში  წასულიყვნენ კონკურენტ ორგანიზაციაში, რადგან ვგეგმავდი მომეწვია ტრენერები, ვინც ჟურნალისტებს ავარჯიშებდა მეტყველებასა და ხარისხიანი სიუჟეტის მომზადებაში.  ეტყობა, მათ ვერ იფიქრეს, რომ ვერ შეძლებდნენ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც მე მინდოდა და დატოვეს არხი“.   

კონტაქტში დასაქმებულთა უფლებები რომ შეზღუდულია, ამის შესახებ იურისტებიც საუბრობენ. საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში განმარტავენ, რომ ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებები შრომის კოდექსს ეწინააღმდეგება.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC