კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

23 სექტემბერი, 2014
 
ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგმართავთ წინადადებითა და თხოვნით, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციისათვის, სასწრაფოდ მოხდეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება, რომლის მუშაობაში აქტიურ მონაწილებას მიიღებენ როგორც პარლამენტის და მთავრობის  წევრები, ასევე არჩევნებში ჩართული ყველა მხარის წარმომადგენლები (პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, საარჩევნო ადმინისტრაცია).
 
წლების განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის აუცილებელი რიგი ფუნდამენტური საკითხების დახვეწის აუცილებლობა (საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესი, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და სხვა). აღნიშნული მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესება კი მოითხოვს ღია დისკუსიასა და საერთო კონსენსუსს.
 
მოგეხსენებათ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ცვლილებები საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული უნდა იქნას მორიგ არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე. ასევე ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში, ზემოთხსენებული მიმართულებით რეფორმის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები მოითხოვს ქვეყნის კონსტიტუციაში ასახვასაც. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმირება და მუშაობის დაწყება მოხდეს 2014 წლის შემოდგომაზე.
 
ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ზემოჩამოთვლილი საკითხების მიმართულებით შესაძლებელია ჩართული მხარეების ერთობლივი ძალისხმევით. ვთვლით, რომ უპრიანი იქნება დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური ექსპერტიზისა და მხარდაჭერის გამოყენება პროცესის მაქსიმალურად კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში წარმართვის მიზნით.
 
ჩვენი მხრივ, მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ ჯგუფის მუშაობაში ზემოხსენებულ სფეროებში კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
 

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები:

•       განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი   ქეთევან ჩაჩავა
•       საზოგადოებრივი დამცველი   ირინა ფუტკარაძე
•       საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი
         კახა  კახიშვილი
•       კონსტიტუციის 42-ე მუხლი    ელენე ფილეევა
•       ადამიანის უფლებათა ცენტრი   ალექსანდრე ცქიტიშვილი 
•       სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი    კოტე კანდელაკი

ახალი ამბები