კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა

30 სექტემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს, დაკითხოს მსჯავრდებული ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაუყოვნებლივ დაკითხოს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული თეიმურაზ გვარაძე და უზრუნველყოს მისი, როგორც სავარაუდო საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის დაცვის ღონისძიებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ბრალდებულ თეიმურაზ გვარაძის ინტერესებს, რომელიც განთავსებულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.  

ადვოკატთან საუბრისას პატიმარი აცხადებს, რომ მას აქვს გასაიდუმლოებულ, სპეციალურ სამხედრო დანაყოფში მსახურობის ხანგრძლივი სტაჟი. მისივე თქმით, პატიმრობის პერიოდში, 2012 წლის ზაფხულში, მასთან მივიდა სამი პიროვნება, რომლებმაც განუმარტეს, რომ პანკისის ხეობაში რამდენიმე ტერორისტს 3 კაცი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და თან ჰქონდათ საბრძოლო იარაღი დაღესტნის მოქალაქეებისათვის გადასაცემად. თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ მას როგორც გამოცდილ სამხედრო პირს, სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ - ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში დააბრუნეს. თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ იგი უშუალოდ აკვირდებოდა ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის მსვლელობას და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს. 

2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე პატიმრობიდან განთავისუფლდა.  მისი თქმით, განთავისუფლების შემდეგ იგი განიცდიდა მუდმივ ზეწოლას, ვინაიდან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 

2013 წლის მაისში თეიმურაზ გვარაძე ხელმეორედ დააკავეს. როგორც თავად აცხადებს, მისგან წამების გამოყენებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება დანაშულისა, რომელიც არ ჩაუდენია. ამჟამად საქმე უზანაესი სასამართლოს წარმოებაშია.

თეიმურაზ გვარაძე ასევე აცხადებს, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მთავარი პროკურატურა უარს აცხადებს მსჯავრდებულ თეიმურაზ გვარაძის დაკითხვაზე ადვოკატის თანდასწრებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხოს თეიმურაზ გვარაძე, გადაამოწმოს ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებს და უზრუნველყოს მისი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის დაცვის ღონისძიებები. ასევე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მის მიერ აღწერილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები