ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, დაიკითხოს მსჯავრდებული ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე
30 სექტემბერს 14:00 საათზე პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას და მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაკითხოს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული თეიმურაზ გვარაძე ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით.
მისამართი: მ. კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბი
ადამიანის უფლებათა ცენტრი