კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, სამუშაო ვიზიტით, ევროპის საბჭოში იმყოფებოდა

6 ოქტომბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან ერთად,  სამუშაო ვიზიტით  სტრასბურგში იმყოფებოდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე მეორე წელია  ჩართულია ადამიანის უფლებათა სახლის პროექტში, რომელიც ეხება სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციათა როლის გაძლიერებას. ადამიანის უფლებათა სახლი პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა მოამზადა კომუნიკაცია საქმეზე - ,,ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. მიმდინარე წლის 1 სექტემბერს კომუნიკაცია გაიგზავნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. 

კომუნიკაცია ეხებოდა წინამდებარე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. 

კომუნიკაციაში ჩამოყალიბებული იყო წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე გამოძიების არაეფექტურობის სისტემური პრობლემები და ზოგადად ის სირთულეები, რომელიც თან ახლავს ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. კომუნიკაცია განთავსდა ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: 

მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, საქმეზე - ,,ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულების საკითხი  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. 

29-30 სექტემბერს, სტრასბურგში შეხვედრები გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ირლანდიის დელეგაციის წევრებთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთან, მინისტრთა კომიტეტში ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლებთან, და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების  დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრებზე აქტიური დისკუსია გაიმართა ბოლო დროს აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაკავების  შესახებ. ეს დისკუსია მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ აზერბაიჯანი დღესდღეობით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები