კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

FIDH-ის ანგარიში: აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებული რესპუბლიკები - განწირული ადამიანის უფლებები

13 ოქტომბერი, 2014
 
აღმოსავლეთ ევროპაში არაღიარებული რესპუბლიკის სტატუსი სერიოზული უფლებადარღვევის ფაქტების წყაროა და მსხვერპლებს ხელი არ მიუწვდებათ სამართლიანობის აღდგენაზე - აცხადებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) ანგარიშში, რომელიც 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა. აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი ხუთი  რეგიონია, მას მერე, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. 

იმისათვის, რომ მოხდეს იურიდიული ვაკუუმის აღმოფხვრა, და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სახიფათო სიტუაციაა, საერთაშორისო ფედერაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ მოაგვაროს აღნიშნული კონფლიქტები და ადამიანის უფლებების დაცვა მათი მოგვარების საფუძვლად გამოიყენონ.

„აუტანელია რომ 3.3 მილიონ ადამიანს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებულ რესპუბლიკებში ცხოვრობენ, ხელი არ მიუწვდებათ სამართალზე ,რათა დაიცვან საკუთარი უფლებები, როცა ისინი უამრავი დარღვევის მსხვერპლი ხდებიან“, - განაცხადა კარიმ ლაჰიდჯიმ, FIDH-ის პრეზიდენტმა, - „დე-ფაქტო მთავრობები, მათი მხარდამჭერი სახელმწიფოები, ასევე დე-იურე მთავრობები და საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, მიიღოს ზომები მათ დასაცავად“.

ყირიმი შეუერთდა დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბახის არაღიარებული რესპუბლიკების რიგებს. რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, მაგრამ დანარჩენი ოთხი თვითაღიარებული რესპუბლიკებია, რომელთა დამოუკიდებლობაც საერთაშორისო საზოგადოებას არ უღიარებია.

რეგიონში საკუთარ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ფედერაციამ შეისწავლა არსებული მდგომარეობა და ანგარიშში წერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი უფლებები ირღვევა. FIDH ანგარიშში მოიხსენიებს ისეთი დარღვევების მრავალ ფაქტს, როგორიცაა: გადაადგილების თავისუფლება, მოქალაქეობის უფლება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უფლება, საკუთრების უფლება და ჯანდაცვისა და განათლების უფლება. შეზღუდულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ანგარიშში, ასევე, ნახსენებია უკანონო დაპატიმრებების, პოლიციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ასევე, ყურადღება გამახვილებულია საპატიმროებში არსებულ აუტანელ პირობებზე.

უფრო მეტიც, საერთაშორისო ფედერაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლებს არ გააჩნიათ რესურსი ამ დარღვევებთან საბრძოლველად. ამ რესპუბლიკებში არსებული სასამართლო სისტემა არაეფექტური, ხელისუფლებაზე დამოკიდებული ან კორუფციულია; საერთაშორისო უფლებადაცვითი მექანიზმები კი ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმიუწვდომელია. ვინაიდან რესპუბლიკები საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულია, მათ არ შეუძლიათ საერთაშორისო უფლებადაცვითი კონვენციების რატიფიცირება.

საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა - ეუთო, ევროპის საბჭო და ევროკავშირი, ზურგს აქცევენ მსგავს სიტუაციებს, იმ გაგებით, რომ კონფლიქტები და მათი მოგვარების პროცესი გაყინულია, არ არსებობს საჭიროება, რეაგირება მოახდინონ იქ არსებულ სიტუაციაზე. აქედან გამომდინარე, ისინი ასეთ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არანაირ ზეწოლას არ ახდენენ და გზას უხსნიან სხვა ტერიტორიულ დავებს.

„თუ საერთაშორისო საზოგადოება ვერ შეძლებს რეაგირება მოახდინოს მსგავს სიტუაციებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გაგრძელდება, ახალი კონფლიქტები წარმოიშვება და არსებობს რეალური რისკი, რომ ყირიმისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსი ტერიტორიული დაპირისპირება აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონში და ასევე ცენტრალურ აზიაშიც აღმოცენდეს“, - განაცხადა FIDH-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტოლეკან ისმაილოვამ.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური წვლილი უნდა შეიტანონ და დაიწყონ ეს ადამიანის უფლებების დაცვით, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებამდაცველების მხარდაჭერით, შესაბამისი პოლიტიკური აქტივობით, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც დე იურე, ისე დე-ფაქტო მთავრობები. ადამიანის უფლებების დაცვაზე, როგორც კონფლიქტების მოგვარების ქვაკუთხედზე,  ყურადღების გამახვილებით, საერთაშორისო ორგანიზაცია გაანეიტრალებს წამზომზე ჩართულ ბომბებს - არ-აღიარებულ რესპუბლიკებს. 

ახალი ამბები