03:23, Monday, 25.01.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერად

16.10.2014

 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები პარასკევს, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერში აზერბაიჯანში დაპატიმრებული  უფლებადამცველების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები სკვერიდან მდუმარე მარშით,  აზერბაიჯანის საელჩოსთან გადაინაცვლებენ.

აზერბაიჯანში, ბოლო თვეების განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა. თითქმის ერთნაირი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სამშობლოს ღალატი) დააკავეს 4 უფლებადამცველი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით. 

2014 წლის მაისიდან აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მთავრობა არ ერიდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიებს და არღვევს ევროკონვენციითა თუ სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე; დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფებადამცველები; დაასრულოს უფლებადამცველების დევნა და შევიწროება აზერბაიჯანში და უზრუნველყოს მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე.

საპროტესტო აქცია გაიმართება 17 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერი (აბანოთუბანთან)

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
ტელ: 593 73 75 03, E-mail: salomeachba@gmail.com     
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC