04:30, Monday, 25.01.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვანო მერაბიშვილი სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო

20.10.2014
 
სივილ ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში, რათა ამ გახმაურებული მკვლელობის თაობაზე სიმართლის დადგენისთვის ხელი შეეშალა.

სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო, როგორც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ისე სამსახურეობრივი სიყალბის ბრალდებებში.  მოსამართლემ, თავდაპირველად, პირველ ბრალდებაზე მას 4 წლით, ხოლო მეორე ბრალზე  - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ორივე ამ ბრალდებისთვის საბოლოოდ 3-წლიანი პატიმრობა განისაზღვრა სასჯელთა შთანთქმისა და ასევე იმ ამნისტიის აქტის გამო, რომელიც პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში მიიღო. მერაბიშვილს ასევე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის 2 წლითა და 3 თვით დაკავება. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს, რომელიც 2013 წლის მაისის ბოლოს დააკავეს, გირგვლიანის საქმეზე სასჯელის მოხდის ათვლა 2014 წლის 20 ოქტომბრიდან დაეწყება.

მერაბიშვილი, რომელიც საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა და არც განაჩენის გამოცხადებას დასწრებია, უარყოფს ბრალდებებს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. 

ის უკვე მსჯავრდებულია სხვა საქმეებთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი თებერვალში  დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირობებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

ასევე თებერვალში მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა ორ დამოუკიდებელ საქმეზე, ცნო რა დამნაშავედ 2012 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის და ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის დარღვევის თაობაზე წაყენებულ ბრალდებებში.

ვანო მერაბიშვილს, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ასევე ედება ბრალი 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC