კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარის დაპირება არ შესრულდა - დევნილები ზამთარს შიშით ელიან

27 ოქტომბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა დევნილთა გრძელვადიანი შესახლების მიზნით, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გადაეცა. მინისტრის 320-ე ბრძანების საფუძველზე, ახალ შენობაში გადავლენ ის დევნილები, რომლებსაც გაუსაძლის პირობებში, ნგრევად ობიექტებში უწევთ ცხოვრება.  

სამინისტროს დაკვეთით, ნგრევადი ობიექტების შესახებ დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მოამზდა. ამ კატეგორიის ობიექტების სიაში გორში ტურბაზის ჩასახლების კოტეჯებიც არის მითითებული.  

ყოფილი საავადმყოფოს შენობა პროექტის მიხედვით 62 ოჯახისთვის არის გათვლილი, სადაც 40 ოჯახი სწორედ ტურბაზის დასახლებიდან უნდა შეესახლებინათ.  ახალი საცხოვრებელი ფართის მიღების პირობას და ვადებს ტურბაზის ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები კიდევ ერთხელ ახსენებენ მინისტრს.

ნარგიზა მამისაშვილი, დევნილი: „გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. წყალი შემოგვდის ოთახში და სინესტეა. მეოთხე თვეა, ამ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ სექტემბერის ბოლოს ან ოქტომბერის დასწაყისში ახალ შენობაში გადავიდოდით.  ახლა ყველაფერი შეჩერებულია და აღარავინ  გვაქცევს ყურადღებას.  ამ ზამთარს აქ რომ დავჩეთ,  ამ გაუსაძლის პირობებში, ალბათ, გავიყინებით. შეშაც არ გვიყიდია“.

ნოდარ ბოჭორაძე, დევნილი: „ზამთარი მოდის. ჩვენ კი ხის ბინებში ვართ და ისიც  თავზე გვენგრევა. როგორც გარეთ, სახლშიც ისე ცივა. შეშაც არა გვაქვს და ვიყინებით ამ სიცივეში. დაპირებები ბევრია, შესრულება - არაფერი“. 

გორში წმინდაწყლის დასახლებაში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია უკვე ორი თვეა, შეჩერებულია. ამის მიზეზად ლტოლვითა და განსახლების სამინისტროში სამშენებლო კომპანიის მხრიდან ტენდერის პირობების დარღვევას ასახელებენ. 

სამინისტროს რეგიონული სამართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე აცხადებს, რომ  უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, სამინისტრომ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა და ობიექტის სარემონტო საბუშაოების დასასრულებლად ხელმეორედ გამოაცხადა ტენდერი.

თამაზ გვიმრაძე, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამართველოს უფროსი: „სამინისტრო იძულებული გახდა, გაეწყვიტა კონტრაქტი კომპანიისთვის, რადგან მან ვერ შეასრულა ტენდერის პირობები - სამუშაოები ნაწილობრივ და უხარისხოდ არის შესრულებული. ტენდერი უკვე გამოცხადებულია  და ველოდებით ახალი კომპანიის შემოსვლას, რომელიც განაახლებს სამშენებლო სამუშაოებს და რაც შეიძლება, უმოკლეს ხანებში დაასრულებს ამ შენობის რემონტს“.

სოზარ სუბარი ლტოლვითა და განსახლების მინიტრად  დანიშვნის პირველივე დღეებში შიდა ქართლში დევნილების მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდა.  მინისტრმა პირველად სწორედ ტურბაზის დევნილთა ჩასახლება მოინახულა. ამ დასახლებაში დევნილები ხის კოტეჯებში უკვე 24 წელია ცხოვრობენ. მათი საცხოვრებელი პირობების გაცნობის შემდეგ სუბარი იძულებით გადადგილებულ პირებს დაპირდა, რომ  სექტემბრის თვეში მოხდებოდა რამდენიმე დევნილი ოჯახის გადაყვანა ყოფილი საავდმყოფოს  შენობაში, სადაც იმ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მინისტრის წასვლიდან რამდენიმე დღეში სარემონტო სამუშაოები შეჩერდა.  

ახალი ამბები