კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა გზებზე ხელოვნური ბარიერების დემონტაჟს ითხოვს

3 ნოემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ბოლო, ორი წლის განმავლობაში გურჯაანში საავტომობილო გზებზე ხელოვნური ბარიერი, ე.წ. ”ბუგაროკები”  დაამონტაჟეს. ისინი ძრითადად სკოლებთან და საბავშვო დაწესებულებებთან გვხვდება. ამ წამოწყებამ თავდაპირველად მოსახლეობაში მოწონება დაიმსახურა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უსაფრთხოების მიზნით  მათ დაყენებას თავად ითხოვდა. თუმცა, ახლა მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ბარიერების გამო, მათ სახლები უზიანდებათ და თუ ასე გაგრძელდა, მალე საცხოვრებლების გარეშე დარჩებიან.

ხელოვნურ ბარიერებთან ახლოს  გამაფრთხილებელი ნიშნებიც დააყენეს. მძღოლმა  ამ მაჩვენებელთან მისვლისას  მოძრაობა  უნდა შეანელოს და ”ბუგაროკებზე” ფრთხილად, 30–40 კმ სიჩქარით გადაიაროს. რამდენიმე თვეში ცენტრალური ქუჩების მაცხოვრებლებს მოძრაობის შემაფერხებელმა  ბორცვებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა.  მათი თქმით, ამ მეთოდმა არ გაამართლა, რადგან მძღოლების უმრავლესობა ჩვეულებრივი, ან გადამეტებული სიჩქარით მოძრაობს, და სიჩქარის შემანელებელ ბორცვებზე ასე გადასვლა იწვევს სახლების ისეთ რყევას თითქოს 4-5 ბალიანი მიწისძვრა მომხდარიყოს. 

შედეგად სახლის კედლები დაიბზარა. მოსახლეობას ხმაურის გამო ნორმალური გამოძინების საშუალებაც წაერთვა. აღნიშნულის გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მაცხოვრებლები  ხელოვნური ბარიერების აღებას და მის მაგივრად სხვა ალტერნატიული საშუალებების განთავსებას ითხოვენ.  

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრთან ადგილობრივი მანანა გოგიევი განმარტავს, მათი საცხოვრებელი სახლები ძალიან ახლოსაა საავტომობილო გზასთან, სახლების უმეტესომა კი აშენებულია მათი მშობლების მიერ გასული საუკუნის  სამოც- სამოცდაათიან წლებში. დიდი ტვირთამწეობის მქონე ავტომანქანების მოძრაობის დროს, სახლები ისედაც განიცდიდა მუდმივ ტალღისებურ საგრძნობ რყევას, რაც მცირებალიანი მიწისძვრის შედეგებს უტოლდება. მას შემდეგ, რაც გზებზე ბორცვები დამონტაჟდა, რყევები გაძლიერდა. სატვირთო ავტომობილების ბორცვებზე გადავლის დროს სახლები იმდენად ძლიერ ირყევა, რომ სახლების საყრდენი კედლები დაიბზარა.ზოგიერთი ბინის მთლიანი კედლები მოსაშლელი და ახლიდან ასაშენებელია, რაც დაკავშირებულია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან.

თამარ როსტიაშვილი, ვაზისუბანში მცხოვრები: ”სკოლასთან ვცხოვრობთ, ცენტრალური გზის პირზე, იქვე რამდენიმე სავაჭრო ობიექტია, პოლიკლინიკა, აფთიაქი, მოძრაობა დიდია. რაც ეს ხელოვნური ბარიერები დაამონტაჟეს, მოსვენება დავკარგეთ.თავდაპირველად ყველას გვიხაროდა, გვეგონა   ტრანსპორტი რომ შეანელებდა მოძრაობას,ბავშვებიც და ჩვენც უსაფრთხოდ გადავიდოდით  ქუჩაზე, მაგრამ „ბუგაროკებზე“ მაღალი სიჩქარით გადადიან, რასაც ისეთი ხმაური აქვს, თითქოს მანქანა სახლში შემოდისო. რამდენიმე ოთახში კედლები დაბზარულია ასე რომ გაგრძელდეს ალბათ სახლები დაგვენგრევა. ან ვიდეოთვალი დააყენონ ან, ან შუქნიშნებ ”.

ზაზა გოგიევი, სოფლის მაცხოვრებელი: ”ორი დღის წინ ისეთი სისწრაფით გადაირბინა დიდმა მანქანამ, სახლი შეზანზარდა და კედლიდან ქვა გადმოვარდა, იმხელა ხმა ჰქონდა ბავშვები დაწიოკდნენ. ლამის სახლი თავზე დაგვექცეს. ღამით კი ძილი არა გვაქვს,  ეს ბორცვები თუ აღებული არ იქნა, სულ მოკლე ხანში უსახლკაროდ დავრჩებით”-განაცხადა დაზარალებულმა“.

ვაზისუბანში  მაცხოვრებლები ხელისუფლებისგან  პრობლემის  მოგვარებას ითხოვენ. მოსახლეობას მიზანშეწონილად მიაჩნია  სიჩქარის შემამცირებელი სხვა ალტერნატიული ღონისძიებების გატარება, რაც ზიანს არავის მოუტანს. მაგალითად ვიდეოთვალი, გამაფრთხილებელი ნიშნები და სხვა.

როგორც ჩანს ეს პრობლემა მარტო სოფელ ვაზისუბანში  არ არის. გურჯაანიდან თელავამდე საავტომობილო გზაზე აღმიშნული ხელოვნური ბარიერები მთლიანად ან ნაწილობრივ, თვითნებურადაა აღებული.

"ზოგან აუცილებელია  „ბუგაროკები“, მაგრამ ასე მასობრივად დაგება საჭირო არ იყო. თავიდანვე არც ჩვენ, არც პატრულსა და პოლიციას არ მოგვეწონა, მაგრამ სოფლებიდან იყო მოთხოვნა და იმიტომ დააყენეს. ეხლა კი  მასობრივად აიღეს, დაუკითხავად. გურჯაანის პოლიციაში ყავდათ დაკავებული ერთ-ერთი მონაწილე, ალბათ გაარკვევენ თუ რა ზარალი მიაყენა საგზაო დეპარტამენტს. ჩემი აზრით ვიდეოთვალის დაყენება უფრო მიზანშეწონილია"–განუცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს, თელავის საგზაო სამმართველოს თანამშრომელმა თამაზ გზირიშვილმა.

თელავის საგზაო სამმართველოს უფროსის მოადგილის თამაზ აბდულაშვილის თქმით, ბუგაროკების დაყენება  სამი ორგანოს გადაწყვეტილებით მოხდა: ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საპატრულო პოლიციის და საგზაო დეპარტამენტის მიერ: ”ჩვენ გურჯაანში 77 გრძივი მეტრი გვაქვს გაკეთებული და ნახევარი აღებულია, აღარ არის.  ახსნილია სოფლებში: მუკუზანში, კალაურში, ახაშენში. თელავის რაიონში დაახლოებით 80 პროცენტია მოხსნილი. წინანდალში, ვანთაში, აკურაში და იყალთოში. გრძივი მეტრის ფასი საშუალოდ 175 ლარია.  საკმაო თანხა კი დაიხარჯა, მოკლედ ტყუილად გადავყარეთ  ფული. სახელმწიფოს ხომ ზარალი მიადგა.

ამ პრობლემასთან  დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსს, გია ამისულაშვილს მიმართა, როგორც მან თქვა, ეს საკითხი მათი კი არა, შპს თელავის საგზაო სამმართველოს პრეროგატივაა.

ვაზისუბანში მაცხოვრებლებმა განცხადებით კი, მათ მიმართეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს, გამგეობიდან პასუხმა რომ დააგვიანა, თავად მიაკითხეს. იგივე განმარტება მიიღეს, რომ ეს საქმე  მხოლოდ საგზაო დეპარტამენტის გადასაწყვეტია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის  იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დაყენებამდე სწორად  უნდა  განსაზღვრულიყო ხომ არ მოჰყვებოდა მას უარყოფითი მხარეები: "როგორც გამოირკვა "ბუგაროკები" გაკეთდა არასრულყოფილად. არ იქნა შესწავლილი ის რისკები , რაც შეიძლებოდა მათ დამონტაჟებას მოჰყოლოდა  არ იყო გათვლილი. ამაზე კი, უამრავი თანხა დაიხარჯა. მოქალაქეებს გამგეობები საგზაო დეპარტამენტისკენ ამისამართებენ, ეს უკანასკნელნი კი, გამგეობისკენ იშვერენ ხელს. ესე იგი ჩანს, რომ ჩავარდნილი პროექტის გამო, არავის  სურს პასუხისმგებლობის აღება. ზარალის მიმღებმა მოქალაქეებმა დღემდე ვერ გაარკვიეს ვის უნდა ედავონ"– განაცხადა ადამინის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლია ხუროშვილმა. 

ახალი ამბები