20:26, Tuesday, 18.02.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა იქნას მიღებული

03.11.2014

 
31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველად გამოიყენა კონსტუტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში წინა დღით მიღებული ცვლილებები. 

კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტმა ცვლილებაზე ვეტოს დადებისას განაცხადა, რომ „ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არის კონსენსუსი და ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიცია. ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე.“ პრეზიდენტის მოსაზრებით, უარი უნდა ითქვას  წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ტოტალური და უკონტროლო მიყურადების პრაქტიკაზე. 31 ოქტომბერს პარლამენტმა პრეზიდენტის წინადადებას მხარი დაუჭირა, და მიღებული ცვლილების თანახმად, 2015 წლის 1 მარტის ნაცვლად, ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის საკითხი 2014 წლის 1 დეკემბრამდე უნდა გადაწყდეს. 
 
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, უმოკლეს ვადებში ორგანიზება გაუკეთოს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. ამასთან, აუცილებელია, ქვეყნის მმართველ შტოებს შორის უახლოეს პერიოდში დიალოგის დაწყება, რათა  ხლისუფლებამ დროულად მიიღოს  პოლიტიკური გადაწყვეტილება სამართალდამცავი უწყებების მიერ მოქალაქეთა პირად ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ავღმოჩნდებით იგივე  მოცემულობის წინაშე, როდესაც დადგენილი ვადის  ამოწურვამდე კვლავ ვერ მოესწრება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება.
 
ვფიქრობთ, რომ ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტიების შექმნის გარეშე საქართველოს ვერ ექნება პრეტენზია ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოზე, რაც ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერმა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს. 
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC