22:11, Friday, 15.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ჯერ მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ, შემდეგ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ჩაუდეს, ახლა მოკვლით ემუქრებიან“

11.11.2014

 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

თელავში გახმაურებულ „სტარიჩოკას“ მკვლელობაში ბრალდებული ლევან დავითაშვილის ოჯახი პოლიციას მათი უფლებების შელახვში ადანაშაულებს. როგორც ისინი განმარტავენ  ბრალდებულს 25 აბი სუბოტექსი ჩაუდეს. დავითაშვილის მეუღლე ანა ქიზიყელაშვილი ამბობს, რომ რაც ლევანი დააკავეს, მათ ოჯახს ადგილობრივი პოლიცია დევნის, რისთვისაც დახმარებას ითხოვს.

„თუ შენს თავზე არ აიღებ მკვლელობას და ნარკოტიკების მოხმარებას, მოგკლავთ, საქმეში ჩავწერთ, რომ მკვლელი მოკვდა და საქმეც დაიხურებაო, ასე უთქვამს ჩემი მეუღლისთვის, პოლიციას. ლევანი უდანაშაულოდ ზის და საშინელ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაშია. სანდო წყარომ შეგვატყობინა,ისე ცემენ ხოლმე, მეშინია არ შემოაკვდეთო“, - აცხადებს ანა ქიზიყელაშვილი. 

ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, თელავში მაცხოვრებელი 30 წლის ლევან დავითაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის 6 ივლისს, ღამის პირველ საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოდან გაიყვანეს. 

დაკავებულის ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს უთხრეს, რომ დავითაშვილის დაკავებას წინ, არჩილ მაისურაძის, მეტსახელად ”სტარიჩოკას” მკვლელობა უძღვოდა. 

ლევან დავითაშვილი სასჯელს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. ორი წლის წინ, მას ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა. 

დაკავებულის ახლობლებმა თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განაცხადეს რომ ”სტარიჩოკას” მკვლელობის თაობაზე 80-მდე ახალგაზრდა დაიკითხა. ზეწოლა მათზეც იყო. მათგან სამი ისევ პატიმრობაშია, მეოთხე დავითაშვილია. 

ლევან დავითაშვილის მეუღლე ანა ქიზიყელაშვილი ამბობს, რომ ლევანის დაკავების შემდეგ მათი ბინა გაჩხრიკეს: „ღამის პირველ საათზე დააკავეს ჩემი მეუღლე ჩვენივე სადარბაზოდან. სამ საათზე კი, სახლში ჩხრეკაზე მოვიდნენ ორდერის გარეშე. შემოსვლისთანავე მკითხეს, რომელია თქვენი საძინებელიო”-აცხადებს ბრალდებულის მეუღლე.

მისი თქმით, საკუთარი თვალით დაინახა როგორ ჩადო თელავის პოლიციის თანამშრომელმა დავით ნეკერაულმა  მის საწოლში, ლეიბის ქვეშ, გაზეთში გახვეული ნარკოტიკი.

„ორდერის გარეშე მოსულებმა გასაქანი რომ არ მომცეს, ბინა უნდა გავჩხრიკოთო, მე ვუთხარი მეზობელს მაინც დავუძახებ-მეთქი. ეგ დრო უკვე წავიდა განა ისევ სააკაშვილია, ბინის ჩხრეკაზე ორდერი რომ გვჭირდებოდესო.

ერთ-ერთი პოლიციელი რაღაც ქაღალდებს გვიფრიალებდა აი ეს არისო ორდერიც და ყველაფერიო. მერე მე ვიდრე მოწმე ჩამოვიყვანე, უკვე დაწყებული ქონდათ ჩხრეკა, კარადები გაღებული იყო. გადმოლაგებული ქონდათ ნაწილობრივ ყველაფერი, მისაღები გაჩხრიკეს.  გაგვიყვანეს ჩემი მაზლის ოთახში. ერთი პოლიციელი დარჩა მისაღებში, ვითომ რაღაცეებს წერდა მაგიდასთან. თანამშრომელი დააყენა მზვერავად, მაგრამ მე რომ მივდიოდი, ვერ მოახერხა გაფრთხილება, რომ ანა მოდისო. უცებ შევედი ოთახში და დავადექი თავზე, რაღაც რომ შეაგდო ლეიბის ქვეშ, დავინახე. 

ისეთ მომენტში მივუსწარი ბეჭებში  იშლებოდა, რომ ავკივლდი რა დამიდე მეთქი, რას ამბობო, რა დაგიდეთო და ისტერიკული წივილი ავტეხე. შემოვარდა მამამთილი, ჩემი მაზლი, დანარჩენი პოლიციელები. ნეკერაულმა ასწია ლეიბი და გაზეთში შეხვეული ნარკოტიკი  როგორც დადო, ყვავილივით გადაიშალა. საღამოს თეთრეული გამოვცალე ლეიბი გადავაბრუნე იქ არაფერი არ იდო“, - განუცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს ლევან დავითაშვილის მეუღლემ ანა ქიზიყელაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავი მას მეუღლის მოკვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ მოაწერდა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 7 აბი ნარკოტიკი სუბოტექსი ნამდვილად მის საწოლში აღმოაჩინეს: „მოდი, ხელი მოაწერე საბუთს, რომ შენ ლოგინში ვიპოვეთ ნარკოტიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში ლევანი უკვე ჩვენს ხელშია და მოგიკლავთო. მეზობელიც გვყავდა მოწმედ ჩამოყვანილი რომ არაფერი დაგვიდონ მეთქი და ისიც დამიშინეს. მერე კი ვუთხარი, მოაწერე ხელი ლევანი არ მომიკლან მეთქი“. 

ოჯახის წევრების თქმით, მათ სანდო წყაროსგან აქვთ ინფორმაცია, რომ დაკავებულს პოლიციის სამმართველოს შენობაში წყალში გახსნილი ნარკოტიკი დაალევინეს და შემდეგ ჯიბეში 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს.

„მიუტანეს წყალში გახსნილი წამალი და ფიზიკური ზეწოლით ჩაასხეს. ცოტა ხნის შემდეგ თურმე ჩემ ძმას სიგარეტი მოუთხოვია. ბიჭო, სიგარეტი მოგინდა ახლა, მიხვდი რაზე გვყავხარ აქო, ნარკოტიკი, რომ ამოგივა შარდშიო. 

სანამ წამალს მიაწვდიდნენ აიძულებდნემ აიღე შენს თავზე „სტარიჩოკას“ მკვლელობაო. რატომ უნდა აეღო მკვლელობა ჩემს ძმას, მასთან არანაირი ურთიერთობა არ ქონია. წამლის ჩასხმის მერე ჯიბეში ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი. აი ეს შენს ჯიბეში იდოო.  ჩემმა ძმამ, რომ არც მკვლელობაზე მოუწერა ხელი და არც ნარკოტიკზე, ბრძანება გაუციათ, ეგ სუბოტექსი გაუფორმეთ და ეხლა სახლიდანაც ამოუღეთო. რა იცოდნენ სახლში გვქონდა თუ არა წამალი, ოჯახი სოციალურად დაუცველია, ეკონომიურად გაჭირვებული, როგორ შეიძენდნენ ასე  ძვირად ღირებულ ნარკოტიკს”-ამბობს დაკავებულის და მაია დავითაშვილი. მისივე თქმით, მათ ოჯახს პოლიცია აშანტაჟებს, ღამე პოლიციის „პიკაპი“ მის სახლს გარშემო უვლის, მერე ჩერდება ფანჯრებთან, ეშინია რამე არ შეუგდონ სახლში. მისი მეორე ძმის დაკავებაც სცადეს. მის რძალს მაიას შემოუთვალეს რომ თუ არ გაჩერდება, გააგორებენ“.

„მკვლელობა რომ მოხდა, მაგის შემდეგ ლევანი რამდენჯერმე წაიყვანეს. ემუქრებოდნენ, აღიარე, რომ „სტარიჩოკა“ შენ მოკალი, თორემ არ გაცოცხლებთო, მაინც დაგიჭერთო. დაკითხვაზე მთელი ოჯახი დავყავდით, დედამთილი, მამამთილი, მაზლი, მული. პოლიცია ეუბნებოდა ან მკვლელი ხარ, ან დამკვეთიო.  მკვლელობას ვერ ხსნიდნენ. რეზონანსული თემა იყო და ცდილობდნენ ლევანს აეღო თავის თავზე. ის "სტარიჩოკას" საერთოდ არც იცნობდა. ერთერთ დაკითხვაზე რომ წაიყვანეს  სახლში ბლაგვი საგნით ნაცემი დაბრუნდა. გამეტებით მირტყამდნენო“, - განუცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს ანა ქიზიყელაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  შსს თელავის რაიონული პოლიციის უფროსს მამუკა კბილცეცხლაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა რომ ასეთი პიროვნება არა ყავთ დაკავებული.

მურად პოპიაშვილი ლევან დავითაშვილის ადვოკატია,  როგორც ის ამბობს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა– შენახვის ბრალდებით დავითაშვილზე სისხლის სამართლის კოდექსის 260– ე მუხლის მე–3 ნაწილია  აღძრული, რომელიც   8–დან 20 წლამდე, ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს: "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  უდანაშაულოა, ამის დამამტკიცებელი რამდენიმე  ლაფსუსი არსებობს, გამოძიებასთან დაკავშირებით. თუნდაც პირადი ჩხრეკა და ბინის ჩხრეკა აქვთ უკანონოდ ჩატარებული. ამ უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკისას ამოუღეს ნარკოტიკი ბინიდანაც და პირადად ბრალდებულს ჯიბიდან.თელავის პოლიციაში არჩილ მაისურაძის გაუხსნელი მკვლელობა ქონდათ. დაუძახეს და უთხრეს ინფორმაცია გაქვს  მკვლელობაზე და მოგვეციო. როგორც თავად ამბობს საერთოდ არ ვიცნობ იმ პიროვნებასო“, – აცხადებს ადვოკატი.

35 წლის არჩილ მაისურაძე, მეტსახელად „სტარიჩოკა“ 14 ივნისს, გვიან ღამით, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის გამზირზე, „ჯეოსელის“ ოფისის წინ ჩაცხრილეს. მკვლელი „მოტოციკლზე“ მჯდარა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არჩილ მაისურაძეს კანონიერი ქურდი „ვანცეტა“ მოუკლავს და სავარაუდოდ, „სტარიჩოკას“ მკვლელობა შურისძიების მიზნით მოხდა.

როგორც მოკლულის და, სალომე მაისურაძე ამბობს, მან პოლიციაში კონკრეტულ პიროვნებაზე გააკეთა განცხადება, რომელსაც მის ძმასთან კონფლიქტი ჰქონდა. მისი თქმით, ეს პიროვნება გამოძიებას ჯერაც დაუკითხია.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC