კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ხდება საკრებულოებში კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის შემდეგ

18 ნოემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ ორი წევრის - თამარ თედლიაშვილისა და დავით წეწვაძის მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ  უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა. 

საკრებულოში 15 დეპუტატიდან რვა „ქართული ოცნებისა“ იყო, ხოლო შვიდი ოპოზიციის.  „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლამ საკრებულოს შემადგენლობაში ცვლილებები გამოიწვია - „ქართულ ოცნების“ რიგებში ექვსი დეპუტატი დარჩა, ოპოზიციას კი ორი მიემატა და ცხრა  გახდა.  

თამარ თედლიაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი: „გორის თავისუფალი დემოკრატები ვართ ერთსულოვანი და დღეიდან ჩვენ აღარ ვართ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში. დამოუკიდებლად ვაგრძელებთ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წინაშე დასახული ყველა მიზნის და ამოცანის განხორციელებას“.
 
ეს განცხადება თედლიაშვილმა 7 ნოემბერს გორის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. საკრებულოს სხდომაზე თედლიაშვილს უკვე ეტყობოდა ოპოზიციაში გადასვლა, რადგან კონკრეტული საკითხების განხილვისას დამატებით კითხვებს სვამდა. 

იმ ფონზე, როდესაც ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა უახლოეს საკრებულოს სხდომებზე უნდა მოხდეს, ოპოზიციაში გადასული ყოფილი თანაგუნდელების კონსტრუქციული მიდგომების იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ქალაქის მერს. 

ნინო ზურაბიშვილი, ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: „მთავარია ერთიანობა, არა პარტიული ნიშნის მიხედვით, არამედ თუ რამდენად სწორად არის მომზადებული განსახილველი საკითხები, პრობლემებს არ ველოდებით, თუ ხელოვნურად არ მოხდა სიტუაციის დაძაბვა“.

ზურაბ ჯირკველიშვილი, ქალაქ გორის მერი: ,,ჩვენ არ ვფიქრობთ არც საგარეო ურთიერთობებზე, არც ჯარზე და არც პოლიციაზე.  ჩვენი ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება ჩვენს მოსახლეობაზე და დარწმუნებული ვარ, საკრებულოს ყველა წევრს აინტერესებს მათი ბედი“.

ქალაქ გორის საკრებულოს მსგავსად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიციის რიგები დატოვეს მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც, მაგრამ აქ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის პრობლემა არ შექმნია.

ხათუნა ხათაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი: „დავიცავ იმ იდეოლოგიას, იმ პრინციპებს, რაც ჩემი პარტიისთვის იქნება მისაღები. მე გავაგრძელებ რიგითი საკრებულოს წევრის სტატუსით მუშაობას და შევეცდები, კარგად წარმოვაჩინო ის პრობლემები და პრიორიტეტები, რაც არსებობს“. 

ქარელის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის ექვსმა წევრმა კი პირიქით - „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს და „ქართული ოცნების“ რიგებს შეურთდნენ.  ამის მიზეზად მათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებები დაასახელეს. ირაკლი ალასანიას პარტიაში ქარელის საკრებულოს ერთადერთი წევრი ნათია გოჩაშვილი დარჩა.

ჯუმბერ შუბითიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: „არასწორად მიმაჩნია ირაკლი ალასანიას მიერ გადადგმული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, დამეტოვებინა პარტია და ასევე, ვაპირებ დავტოვო ფრაქციაც, რადგან ჩემს საჭიროებას იქ უკვე ვერ ვხედავ“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა კასპის საკრებულოშიც დატოვეს პარტია და უმრავლესობა განამტკიცეს. 

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები უმრავლესობიდან უმცირესობის რიგებს შეუერთდნენ. ქალაქ გორის საკრებულოს მსგავსად ხაშურის საკრებულოშიც „ქართული ოცნება“ უმრავლესობის სიმტკიცე პრობლემის წინაშე დადგა. 
 

ახალი ამბები