კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსადმი

18 ნოემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს და მოითხოვს, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები მოქალაქე ელზა შეყრილაძის საკუთრებაში არსებული ნივთების ქურდობისა და დაზიანების ფაქტებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია, რომ ელზა შეყრილაძის ნივთების ქურდობისა და საკუთრების დაზიანების აშკარა ფაქტების მიუხედავად, შსს-ს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მხრიდან შეინიშნება საქმისადმი ზერელე და გულგრილი  დამოკიდებულება.

ელზა შეყრილაძის საკუთრებაში არსებული სახლი წლების განმავლობაში უკანონოდ ჰქონდა დაკავებული მოქალაქე თ.ყ.-ს. სახლში შეჭრილნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფართის დაცლას არ აპირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, 2014 წ. სექტემბერში ელზა შეყრილაძემ დაიბრუნა თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა თვითნებურად დაკავებული საკუთრების გამონთავისუფლება კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 

თავის სახლში დაბრუნებისას ელზა შეყრილაძემ აღმოაჩინა, რომ დაზიანებულია და გადაკეთებულია სახლის კედლები, დაკარგულია სხვადასხვა ნივთები. ამის თაობაზე როგორც მან, ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე მიმართა შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. განცხადებებს ერთვოდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ქურდობისა და საკუთრების ხელყოფის ფაქტებს. 

საპასუხოდ, შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოდან მოვიდა ორი აბსოლუტურად განსხვავებული წერილობითი პასუხი. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გაგზავნილ წერილზე სამმართველო პასუხობს, რომ შეყრილაძის განცხადება შესწავლილ იქნა, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. შეყრილაძისადმი  გაგზავნილ პასუხში კი აღნიშნულია, რომ მითითებულ საქმესთან მიმართებაში უკვე დამდგარია განაჩენი და არ შეიძლება, პირს წაეყენოს ბრალი ან დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც იგი ერთხელ უკვე მსჯავრდებული იყო. 

აღნიშნული წერილები გვაფიქრებინებს, რომ სამმართველოს შეყრილაძის განცხადებიები არ შეუსწავლია, რადგან ამ ეტაპზე სახეზეა შეყრილაძის საკუთრებაში არსებული  ნივთების ქურდობისა და დაზიანების სრულიად სხვა ფაქტები, რასაც არა აქვს კავშირი იმ დანაშაულთან, რაზეც თ.ყ. ადრე გასამართლდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შსს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს და მოითხოვს, შეისწავლოს აღნიშნული საქმე და გამოარკვიოს, რა უდევს საფუძვლად შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ზერელე და გულგრილ დამოკიდებულებას მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები