კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანში სამოქალაქო საზგოადოებაზე ზეწოლა უნდა შეწყდეს

20 ნოემბერი, 2014
 
ბ-ნ ილჰამ ალიევს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი
აზერბაიჯნის გამზირი 7
1005 ბაქო
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
ფაქსი:+994124923543 და +994124920625
ელ.ფოსტა: office@pa.gov.az

ბ-ნო პრეზიდენტო, ვინაიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავჯდომარეობა მალე სრულდება, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის და უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ხელმომწერი წევრი ორგანიზაციები და პარტნიორები მოგიწოდებთ, თქვენ და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაასრულოთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ უპრეცედენტო ზეწოლა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებულივ და უპირობოდ გაათავისუფლოთ ყველა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მათო უფლებადაცვითი საქმიანობისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. განსაკუთრებით ვითხოვთ უფლებადამცველების ლეილა იანუსის, მისი ქმრის არიფ იანუსის, რასულ ჯაფაროვის და ინტიგამ ალიევის გათავისუფლებას. პატიმრობიდან ასევე, უნდა გათავისუფლდნენ ანარ მამადლი და ბაშირ სულეიმანლი, ვინაიდან მათი პატიმრობის მიზეზი  ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების, მათ შორის 2013 წლის 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების,  მონიტორინგი გახდა.

ამ ზაფხულს წამყვანი უფლებადამცველები თანამიმდევრობით დააპატიმრეს. ბევრმა, სასამართლოში მოსალოდნელი დაბარების გამო, გადაწყვიტა ქვეყნიდან გაქცევა. რამდენიმე უფლებადამცველი კი ქვეყანაში იმალება.

იურიდიული განათლების საზოგადოების ხელმძღვანელს, უფლებადამცველ იურისტ ინტიგამ ალიევს 2014 წლის 8 აგვისტოს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა . 2014 წლის 2 აგვისტოს  იმავე ბრალდებით დააკავეს უფლებამდაცველი რასულ ჯაფაროვი (გადასახადისგან თავის არიდება, უკანონო მეწარმოება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება). 30 ივლისს და 5 აგვისტოს დაკავებებისას იგივე ბრალდებები წაუყენეს ლეილა იანუსს და მის ქმარს, არიფ იანუსს. ლეილა იანუსს დამატებით, ბრალად ედება სახელმწიფოს ღალატი. უფრო მეტიც, ლეილა იანუსისა და ინტიგამ ალიევის ადვოკატები დაიბარეს თავიანთი კლიენტების საწინააღმდეგო ჩვენების მისაცემად და მას შემდეგ ისინი ვეღარ ახერხებენ მათ დაცვას. აზერბაიჯანში ძალიან ცოტა ადვოკატი თანხმდება ჩაერთოს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში. ქვეყანაში ადვოკატთა ასოციაციას აკონტროლებს იუსტიციის სამინისტრო და ინტიგამ ალიევის მსგავს ადვოკატებს დაცვის უფლებას ართმევს1.  2014 წლის 6 ოქტომბერს ლეილა იანუსის ადვოკატ ალაიფ ჰასანოვს მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათის ვადით, იმის გამო, რომ მან საჯაროდ ისაუბრა  მისი კლიენტის მდგომარეობაზე საპატიმროში. ლეილა იანუსის წინააღმდეგ  სხვა პატიმრებისა და ციხის თანამშრომლობის მხრიდან ნამდვილად მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა.

მიმდინარე წლის დასაწყისში  სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ლიდერს, ჰასან ჰუსეინლს, მიესაჯა 6-წლიანი პატიმრობა2,  ხოლო ქვეყანაში არჩევნებზე დამკვირვებელი ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიდერებს, ანარ მამადლის და ბაშირ სულეიმანლის, მიესაჯათ პატიმრობა 5 წლით და 6 თვით და 3 წლით და 6 თვით (შესაბამისად).

გამოძიებისა და ბრალდებების შიშით ბევრმა უფლებადამცველმა ქვეყანა დატოვა ან ემალება ხელისუფლებას, ვინაიდან იციან, რომ მათი ბედი გადაწყვეტილია და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლებენ. ხელისუფლება ებრძვის ქვეყანაში მოქმედ სხვა პატივსაცემ უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც, როგორიცაა მაგალითად, რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი (IRFS), რომელიც ქვეყანაში მედიის უფლებებზე მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ინსტიტუტის ლიდერ, ემინ ჰუსეინოვს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველია, იმავე დანაშაულში სდებენ ბრალს, რაშიც მის სხვა კოლეგებს. 2014 წლის 5 ნოემბერს უფლებადამცველ გულნარა ახუნდოვას 67 წლის დედა გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. მას დაუსვეს კითხვები მისი შვილის უფლებადამცველობითი საქმიანობის შესახებ. დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ გაჩხრიკა გულნარა ახუნდოვას დედის ბინა ბაქოში, რომელიც უფლებადამცველის ოფიციალურ მისამართად არის მითითებული. ჯერ კიდევ თავისუფალი რამდენიმე დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტვისტიც დაკითხვებს და დაპატიმრებას ნებისმიერ დროს ელოდება. 

2014 წლის 10 ნოემბერს ბლოგერი მეჰმან ბუსეინოვი, ემინ ჰუსეინოვის ძმა, რომელიც ასევე მუშაობდა IRFS-ში, დააკვეს და დაკითხეს ბაქოს აეროპორტში. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ის დააკავეს მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც მას კვლავ აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება3.  

2014 წლის 5 ნოემბერს ნახჩევანის საქალაქო სასამართლომ   ილგარ ნასიბოვის საქმეზე გამოძიება დაასრულა. 2014 წლის 21 აგვისტოს ნახჩევანში მოქმედ დემოკრატიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების რესურს ცენტრში ნასიბოვს თავს დაესხნენ. მას მიაყენეს მრავლობითი დაზიანება და საჭიროებს მკურნალობას. კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ნაცადი სტრატეგიის მიხედვით, პოლიციამ მას ბრალი დასდო ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებაში (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 127.1 მუხლი). ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ილგარ ნასიბოვმა მიიღოს მიყენებული ფიზიკური ტრამვისთვის კომპენსაცია და ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

ახლგაზრდული ოპოზიციური მოძრაობა NIDA-ს აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება უნდა დასრულდეს; ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების რაუფ მირკადიროვისა და ჰილალ მამადოვის4,  პოლიტიკური აქტივისტის ტოფიქ იაგუბლუს პატიმრობები. 30 ოქტომბერს ოპოზიციონერ ჟურნალისტ ხალიდ გარაევს ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით  25 დღიანი პაიტმრობა მიესაჯა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებადამცველი სარგებლობს საერთაშორისო აღიარებითა და პატივისცემით. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა  ხელისუფლებისაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ლეილა იანუსისა და ინტიგამ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა პატიმრობისას. მიგვაჩნია რომ საპატიმროში არსებული მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე, ვინაიდან არც ერთ მათგანს დღემდე არ მიუღია ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ბოლო დროს ინტიგამ ალიევი უჩიოდა მომატებულ ტკივილებს, ხოლო ლეილა იანუსს კი დიაბეტის მძიმე ფორმა აქვს.

სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია: სისტემური პრობლემა მოუგვარებელია 

საერთაშორისო დონეზე გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი ნამდვილად „არ მიისწრაფვის ადამიანის უფლებების დაცვისკენ5.“  ბოლო წლებია აზერბაიჯანს სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმების საშუალებით მოუწოდებდნენ განეხორციელებინა საკანონმდებლო რეფორმები და შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა.

2009 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება „მედიის გამოხატვის თავიფუსლების მზარდი შეზღუდვის, დამოუკიდებელი გაზეთების და რამდენიმე უცხოური რადიო სადგურისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეწყვეტის გამო. კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამდა ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის და მათი ხულიგნობის ბრალდებით დაკავების გამო6.“  კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ქვეყანაში მოქმედი ჟურნალისტების წინააღმდეგ აგორებულ რეპრესიულ ტალღაზე, რომელიც გულისხმობდა უცხოური მედია საშუალებების საქმიანობის აკრძალვას, ისეთების როგორიცაა ამერიკის ხმა და BBC-ის აზერბაიჯანის ბიურო.

რეპრესიის მეორე ტალღა შეეხო აზერბაიჯანში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მისიებს. 2009 წლის ივლისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ცვლილება შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების აზერბაიჯანში რეგისტრაცია „სახელმწიფოსთან დადებული ხელშუკრლების საფუძველზე განხორციელდება“. მას მოყვა 2011 წლის ახალი ბრძანებულება, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების დასადებად გარკვეულ კრიტერიუმებს აწესებს. ამ საკანონმდებლო ფორმულირებით, 2011 წლის 10 მარტს ხელისუფლებამ მოსთხოვა აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლს შეეჩერებინა ყველა აქტივობა ვიდრე არ გააფორმებდა ხელშეკრულებას ხელისუფლებასთან. კანონმდებლობის შეფასებისას ვენეციის კომისიამ განაცხადა რომ 2009 წელს აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და 2011 წლის ბრძანებულება უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს უწესებს ახალ მოთხოვნებს რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია მოიხსენია როგორც ყველაზე პრობლემატური ასპექტი7.  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ადმაიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბევრი გადაწყვეტილების აღსრულების ნაცვლად აზერბაიჯანი აგრძელებს ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ზღუდავს უფლებადამცველებისა და მათ ორგანიზაციების საქმიანობას. როგორც 2014 წლის 10 სექტემბერს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის წარმომადგენელმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის გადახედვა  და აღნიშნეს რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებთან. 

კანონი ქმნის იმის წინა პირობას რომ პატიმრობა შეეფარდოთ დამოუკიდებელ უფლებადამცველებს და გაიყინოს ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში8.  როდესაც 2014 წლის 24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თქვენ რამდენჯერმე დაგისვეს კითხვა აზერბაიჯანის ანგარიშთან დაკავშირებით, ბ-ნო პრეზიდენტო თქვენ განაცხადეთ რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტპატიმრები და რომ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებებს ქვეყანაში იღებს დამოუკიდებელი სასამართლო. „უკანონო პატიმრობის“ პრობლემა შეიძლება კანონის მოქმედების შედეგადაც წარმოიშვას ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების კონკრეტული ქმედებისგან. დაკავება, თუნდაც ის კანონით იყოს დაშვებული, შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს თუ ის ეფუძნება კანონმდებლობის დაუსაბუთებელ ნაწილს ან თავიდანვე არასამართლიან ფორმულირებას, მაგალითად დიკსრიმინაციულ მიდგომას. გაეროსა და ევროსაბჭოს მექანიზმები და ექსპერტები ხაზს უსვამენ რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას და სტანდარტებს და ხელისუფლების მიერ მსგავსი კანონის გამოყენება არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებს, რომლის ხელმომწერიც არის აზერბაიჯანი.

ამ რეპრესიული პოლიტიკის ფონზე თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, თანხმობა განაცხადეთ ევროსაბჭოს საფარქვეშ შექმნილიყო პოლიტპატიმრების თემაზე მომუშავე ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დიდ ეჭვებს იწვევს ვინაიდან ბევრი დამოუკიდებელი უფლებადამცველი, რომლებიც წარსულში პოლიტპატიმრების თემაზე მუშაობდნენ, ახლა ციხეში არიან; განსაკუთრებით აღსანიშნია ლეილა იანუსი და რასულ ჯაფაროვი, რომელმაც 8 აგვისტოს ციხიდან გაავრცელა 98 პატიმრის სია, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს.

ევროსაბჭოს თავჯდომარეობა და ზეწოლა უფლებადამცველებზე

გულნარა ახუნდოვას დაკითხვა და მისი ბინის ჩხრეკა მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ უფლებამდაცველებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების მაგალითია საგამომძიებლო ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას მიმართ განხორციელებული ზეწოლა9. ცოტა ხნის წინ ის დააკავეს ცილისწამებისათვის მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს. ევროსაბჭოში კარგად იცნობენ ლეილა იანუსს, ინტიგამ ალიევს, რასულ ჯაფაროვსა და ემინ ჰუსეინოვს. ისინი თანამშრომლობენ აღნიშნულ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა დროს შეხვდნენ გენერალურ მდივანს; ინფორმაციას აწვდიდნენ ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს. 2014 წლის ივნისსში, როდესაც თქვენ, ბატნო პრეზიდენტო, სიტყვით მიმართეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ემინ ჰუსეინოვმა, რასულ ჯაფაროვმა და ინტიგამ ალიევმა მოაწყეს შეხვედრა სტრასბურგში, სადაც გააკრიტიკეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიში. სტრასბურგის შეხვედრამდე აზერბაიჯანის ხელისუფლება უკვე ახორციელებდა ზეწოლას უფლებადამცველებზე: 2011 წლის საპარალამენტო ასამბლეის კონფერენციის დროს აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ ბაქოს ადამიანის უფლებათა სახლმა მიიღო ბრძანება შეეწყვიტა საქმიანობა აზერბაიჯანში.

ევროსაბჭოს მინსიტრთა კომიტეტის გარდამავალი თავჯდომარეობა, რომელიც აზერბაიჯანს 6 თვის ვადით გადაეცა, ემსახურება იმას რომ ევროსაბჭოს 47-ვე წევრმა სახელმწიფომ მსგავსი უფლებამოსილების აღსრულებისას სამაგალითოდ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით დაკისრებული ვალდებულებები. ეს არის უნიკალური შანსი დადასტურდეს ქვეყნის ევროპის საბჭოს მიზნებისადმი ერთგულება „მისი მზაობა დაიცვას მორალური და სულიერი ღირებულებები, რომელიც [ევროპელი] ხალხების საერთო მონაპოვარია და ინდივიდუალური თავისუფლების, პოლიტიკური თავისუფლების და კანონის უზენაესობის რეალური წყაროა; ეს პრინციპები ყველა რეალური დემოკრატიის საფუძველია“ - ნათქვამია 1949 წლის 5 მაისის ევროსაბჭოს წესდებაში, რომლის ხელმომწერიც არის აზერბაიჯანი. მიუხედავად ამისა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარეობის დროს აზერბაიჯანში განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიები.

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავმჯდომარეობს მსოფლიოში უძლიერეს რეგიონალურ უფლებადაცვით ორგანიზაციას, იღებს ვალდებულებას ერთგულად აღასრულოს [ევროპული] სასამართლოს მექანიზმები; ამის საპირისპიროდ აზერბაიჯანმა გაასაჩივრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ილგარ მამადოვის, რესპუბლიკური ალტერნატიური მოძრაობის თავჯდომარის, წინასწარი პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება. თავის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ განაცხადა რომ მამადოვის მიმართ სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო მისი კრიტიკური საჯარო გამოსვლების გამო. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური უფლებების შესახებ კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს იმოქმედონ კონვენციის შესაბამისად და არ შეზღუდონ უფლებები, რომლებიც გარანტირებულია აღნიშნული კონვენციით. სასამართლოს დიდმა პალატამ არ მიიღო აზერბაიჯანის ხელისუფლების სარჩელი, თუმცა ილგარ მამადოვი კვლავ პატიმრობაში რჩება. ილგარ მამადოვის წინასწარ პატიმრობას იგივე საფუძველი ჰქონდა რაც ლეილა იანუსის, არიფ იანუსის, რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის პატიმრობებს. ცოტა ხნის წინ მათი წინასწარი პატიმრობა გახანგრძლივდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გადახედოს წინასწარი პატიმრობის გამოყენების პოლიტიკას, როგორც ეს მოთხოვნილია ილგარ მამადოვის საქმეზე მიღებულ განაჩენში.  

2014 წლის 24 ივნისს, თქვენ, ბატონო პრეზიდენტო განაცხადეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რომ „[აზერბაიჯანის ხელისუფლება] პატივს სცემს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.“ აზერბაიჯანის მიერ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარეობას კიდევ ერთი ლაქა დარჩება ევროპის სასამართლოს განაჩენების არაღსრულების სახით და 2014 წლის ივლისის თვიდან დაწყებული ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ზეწოლით. 

ინტიგამ ალიევის დაპატიმრება ევროპის სასამართლოსთან არარსებული თანამშრომლობის მაგალითია. ინტიგამ ალიევი ცნობილი ადამიანის უფლებათა ადვოკატია, რომელიც იცავდა ადამიანის უფლებებს, აწარმოებდა სტრატეგიულ სამართალწარმოებას და ტრენინგებს უტარებდა ადვოკატებს, ახორციელებდა ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო საქმიანობას. ინტიგამ ალიევის საქმიანობა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და დემოკრატიის მშენებლობისათვის. ის 15 წელზე მეტია იცავს ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს და დღემდე წარმოადგენდა მათ ევროპის სასამართლოში 200-ზე მეტ საქმეში (სასამართლო ამჟამად მის მიერ გაგზავნილ დაახლოებით 40 საქმეს განიხილავს). ალიევმა წარმატებას მიაღწია ისეთ საქმეებში, რომლებიც ეხებოდა არჩევნების უფლებას, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას; მოსამართლეების, ადვოკატების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გამართულ 100-მდე ტრენინგში მიწვეული იყო ტრენერად. მინისტრთა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მოითხოვა „ დეტალური ინფორმაცია ინტიგამ ალიევის წინააღმდეგ არსებული ბრალდების შესახებ“, რაც ცხადყოფს აღნიშნული ორგანიზაციის უკმაყოფილებას მის დაკავებასთან დაკავშირებით10

ვინაიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში აზერბაიჯანის თავჯდომარეობა სრულდება, თქვენ და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოგიწოდებთ შეწყვიტოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა.

ჩვენ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებადამცველი, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში არიან მათი უფლებადაცვითი საქმიანობისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო; განსაკუთრებით ვითხოვთ ლეილა იანუსის და მისი ქმრის არიფ იანუსის, რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის გათავისუფლებას. ვითხოვთ ანარ მამადლისა და ბაშირ სულეიმანლის თავისუფლებასაც.

ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, დასრულდეს უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ზეწოლა და მათზე თავდასხმა; გააუქმეთ ემინ ჰუსეინოვის, მეჰმან ჰუსეინოვისა და ჰადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ არსებული ყველა სავარაუდო ბრალდება.

პატივისცემით,

აზერბაიჯანელი უფლებადამცველების წინაშე არსებული საფრთხის გამო, გადავწყვიტეთ არ დაგვესახელებინა ის აზერბაიჯანული ორგანიზაციები რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ წერილის მომზადებაში. 

ბარის ჟვოჟსკაუს სახელობის ბელარუსის ადამიანის უფლებათა სახლი გადასახლებაში, ვილნიუსი (წევრი ორგანიზაციების სახელით):

 ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია
 ბელარუსის ჰელსინკის კომიტეტი
 ქალაქის საზოგადოებრივი ასოციაცია Centar Supolnaść
 ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“

ბელგრადის ადამიანის უფლებათა სახლი (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 ბელგრადის ადამიანის უფლებათა ცენტრი
 ადვოკატთა კომიტეტი ადამიანის უფლებებისათვის YUCOM
 სამოქალაქო ინიციატივები
 სერბეთის ჰელსინკის კომიტეტი ადამიანის უფლებებისათვის 
 პოლიტიკის ცენტრი

კიევის ადამიანის უფლებათა სახლი (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი
 სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი
 ხარკოვის ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფი
 სოციალური საქმიანობის ცენტრი
 უკრაინის იურიდიული დახმარების ფონდი

ლონდონის ადამიანის უფლებათა სახლი (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 Article 19
 ცენზურის ინდექსი
 Vivarta

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის კავკასიის ცენტრი
 საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი
 ადამიანის უფლებათა ცენტრი
 კავშირი საფარი - ოჯახი ძალადობის გარეშე

ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების ინფო
 ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი

ვორონეჟის ადამიანის უფლებათა სახლი (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 საქველმოქმედო ფონდი
 სამოქალაქო ინიციატივების განვითარების ცენტრი
 თავისუფალი შრომის კონფედერაცია
 ეკოლოგიური და სოციალური სამართლის ცენტრი
 თავისუფალი უნივერსიტეტი
 GOLOS
 ლიტერატორების ინტერ-რეგიონალური პროფკავშირი
 იურისტები შრომის უფლებებისათვის
 მემორიალი
 ქ-ნი ოლგა გნეზდილოვა
 რუსეთის ჯარისკაცების დედები
 ვორონეჟის ჟურნალისტთა კლუბი
 ვორონეჟი-ჩერნოზემიე
 ახალგაზრდების უფლებადაცვითი მოძრაობა

ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 APEO/UPIM უნარშეზღუდული ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის ასოციაცია 
 B.a.B.e.
 CMS - სამშვიდობო კვლევების ცენტრი
 Documenta - წარსულის დოკუმენტების კვლევის ცენტრი
 GOLJP - სამოქალაქო კომიტეტი ადამიანის უფლებებისათვის
 Svitanje - ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ხელშეწყობის ასოციაცია

ბერგენის რაფტოს სახლი, ნორვეგია (შემდეგი ორგანიზაციების სახელით):
 რაფტოს ფონდი, ნორვეგია

პოლონეთის ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისათვის (წევრი ორგანიზაციების სახელით):
 ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისათვის 


[1] 2005 წელს, ინტიგამ ალიევს უარი ეთქვა გაწევრიანებულიყო აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციაში მიუხედავად იმისა რომ სრულად აკმაყოფილებდა ასოციაციის მოთხოვნებს. ინტიგამ ალიევმა აღნიშნული უარი გაასაჩივრა ადგილობრივ სასამართლოებში, თუმცა უშედეგოდ. 

[2] მივესალმებით 2014 წლის 17 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ 80 პატიმრის შეწყალების შედეგად ჰუსეინლის გათავისუფლებას; გათავისუფლებულებს შორის იყო მოძრაობა NIDA წევრები შაჰინ ნოვრუზლი, ელსვერ მურსალი და ბაჰითარ გულიევი. 

[3] მეჰმან ჰუსეინოვს 2013 წ. მიენიჭა ფრიტ ორდის ფონდისა და ზეიტის ფონდის პრესის პრიზი. მასზე ქვეყნიდან გამგზავრების აკრძალვა ამოქმედდა ოსლოში პრიზის მისაღებად დაგეგმილ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე. დამატებითი ინფორმაცია იხლეთ:  http://humanrightshouse.org/Articles/19355.html

[4] 2014 წლის 27 მარტს ჰილალ მამადოვის დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გამოთქმისას, გაეროს უკანონო პატიმრობაზე მომუშავე ჯგუფმა განაცხადა რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი „ეფუძნება ჰილალ მამადოვის მიერ მისი კანონიერი უფლების - გამოხატვის თავისუფლების აღსრულებას და რომ ჰილალ მამადოვის თავისუფლების აღკვეთა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას“ (გადაწყვეტილება იხილეთ სამუშაო ჯგუფის ანგარიშში A/HRC/WGAD/2013/59). მამადოვი დააკავეს 2012 წლის 21 ივნისს და მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა „ნარკოტიკების გასაღების“,  „სახელმწიფოს ღალატის“ და „ეროვნული, რასობრივი, სოციალური და რელიგიური შუღლის და დაპირისპირების გაღვივების“ ბრალდებით.

[5] გაერთიანებულ სამეფოში აზერბაიჯანის ელჩის ტაჰირ ტაღიზადეს 6 ნოემბრის ინტერვიუ გარდიანში: at http://www.theguardian.com/world/2014/nov/06/azerbaijan-journey-towards-human-rights-committed

[6] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საბოლოო შეფასებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესახებ, 2009 წლის 13 აგვისტო, პარ. 15 UN doc. CCPR/C/AZE/CO/3

[7] Opinion no. 636 / 2011 of 19 October 2011. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://humanrightshouse.org/Articles/17215.html

[8] თავის შუალედურ რეზოლუციაში CM/ResDH(2014)183 2014 წლის 25 სექტემბერი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის მიზნით გამოყენების გამო და განაცხადა „ახლანდელი სიტუაცია ბადებს სერიოზულ ეჭვებს განსაკუთრებით სისხლის სამართლის კოდექსის ჟურნალისტების, ბლოგერების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადეგენლების წინააღმდეგ გამოყენების გამო.“ https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=2239635&Site=CM

[9] სულ ცოტა ხნის წინ ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ ზეწოლა გაიზარდა; მას აეკრძალა ქვეყნიდან გამგზავრება. ბაქოს აეროპორტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტრასტბუგის შეხვედრიდან დაბრუნებისას ის გაჩხრიკეს; ის 2 ოქტომბერს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://humanrightshouse.org/Articles/20515.html

[10] შუალედური რეზოლუცია CM/ResDH(2014)183 2014 წლის 25 სექტემბერი; იხილეთ https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=2239635&Site=CM

ახალი ამბები