კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს პროექტის „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში’’ განხორციელებას.

1 დეკემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს პროექტის „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში’’ განხორციელებას. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ მოქალაქეებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე და განახორციელებენ მონიტორინგს, თუ რამდენად იცავენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას ასეთ ფაქტებზე რეაგირებისას.  პროექტის იურისტები ასევე შეისწავლიან ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება სტატიები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. პროექტი ხორციელდება თურქეთში არსებული კანადის საელჩოს დაფინანსებით.

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები რწმენის ან რელიგიური აღმსარებლობის გამო დაირღვა, მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, ქანთარიას 11ა (ყოფილი გაგარინის მე-2 შესახვევი), მე-3 სართული; ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 45 45 33; 38 46 48.

 

ახალი ამბები