კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს

9 დეკემბერი, 2014
 
სივილ ჯორჯია

პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი დაინიშნა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური 5 დეკემბერს.

სუჯაშვილი, რომელმაც ახალ თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრად დანიშნული მინდია ჯანელიძე შეცვალა, 2013 წლის დეკემბრამდე, ვიდრე დაზვერვის სამსახურს ჩაიბარებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1999-2012 წლებში დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

ამ საკადრო ცვლილებასთან ერთად მთავრობის „ქვედა რგოლებში“, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რიგი სხვა ცვლილებებიც განხორციელდა სახელმწიფო სტრუქტურების „უფრო ეფექტურად მუშაობისთვის“ და „ახალი გამოწვევების“ საპასუხოდ.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოს გიორგი გახარია ჩაიბარებს, რომელიც იმავდროულად ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასაც შეინარჩუნებს, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან უკავია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტი რომან ჩხენკელმა საკუთარი სურვილით დატოვა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები მინისტრის მხოლოდ ერთ მოადგილეს შეეხო. ამ პოსტს ზურაბ კოპაძის ნაცვლად, ნოდარ ჯავახიშვილი დაიკავებს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქართუ ბანკის მმართველია, 90–იან წლების შუაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ხოლო მოგვიანებით პარლამენტის წევრი გახდა აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის პარტიიდან.

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გახდა ზაზა დოლიძე, რომელიც მანამდე ცოტა ხნის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო; ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ სოლოღაშვილი დაინიშნა.

ამ საკადრო ცვლილებების პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის საფუძველზეც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს გაუფართოვა პრემიერ-მინისტრის მხრიდან მასზე დელეგირებული უფლებამოსილებები, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების კუთხით.

ახალი ამბები