კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ODIHR-ის ანგარიშში არსად არის დაფიქსირებული სასამართლო ხელისუფლებაზე გარე ზეწოლის რაიმე ფაქტი

12 დეკემბერი, 2014
 ნინო ცაბოლოვი

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში სასამართლო სისტემის მუშაობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგი, რომელიც სასამართლო დარბაზებში 2013 წლის გაზაფხულიდან ხორციელდებოდა, 14 გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს მოიცავდა.

150-გვერდიანი ანგარიში ნათლად წარმოაჩენს სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ ხარვეზებს და ადასტურებს იმ რეფორმების აუცილებლობას, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო და კვლავაც ხორციელდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პროექტის მიმდინარეობისას ODIHR-თან საქართველოს ხელისუფლებამ კარგად ითანამშრომლა და აჩვენა, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დახვეწას უწყვეტი რეფორმების გატარების გზით ახორციელებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ის მხოლოდ პრობლემურ საკითხებს მოიცავს და საერთოდ არ ასახავს საქართველოს სისხლის სამართლისა და პრაქტიკის იმ ასპექტებს, რომლებიც შესაბამისობაში იყო საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან.

მიმდინარე საკითხებს შორის ხაზგასმულია ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც  იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგია. 

კერძოდ, დადებითადაა შეფასებული სასამართლო დარბაზებში ვიდეოკამერების დაბრუნება, რამაც სასამართლო პროცესებზე საზოგადოებას მონიტორინგის შესაძლებლობა და პროცესების გამჭვირვალობა შესძინა. 

ანგარიშში ჩამოთვლილი პრობლემების ნაწილი კი აჩვენებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული რეფორმის შემდეგი ეტაპების განხორციელების აუცილებლობას, რამაც მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობას უნდა შეუწყოს ხელი.

“ანგარიშში არსად არის დაფიქსირებული რაიმე პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაზე გარე ზეწოლის რაიმე ფაქტის ან აღქმის შესახებ. ეს საკითხი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებულია. თუმცა, მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობა, რაც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას გულისხმობს სასამართლოს ხელისუფლების მესვეურებისგან, განმტკიცებას საჭიროებს და ეს ანგარიშშიც არის ასახული. ამ საკითხის გადაჭრას ემსახურება სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმის მესამე ტალღა, რის შესახებაც ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა ახლახან მიიღო”,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. 

უწყების ინფორმაციით,  ანგარიშში სასამართლო სისტემის შიგნით მოსაგვარებელ ხარვეზებს შორის აღნიშნულია მოსამართლეთა ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის დაუშვებელი პრაქტიკა, მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილების გაუმჭვირვალე პროცედურა, ასევე, მოსამართლეთა შეცვლა მიმდინარე საქმეების  წარმოების პროცესში ყოველგვარი განმარტების გარეშე და სხვ. 

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეისათვის არსებული ეს პრაქტიკა "მანიპულირებისა და ჩარევის შესაძლებლობას წარმოქმნის".
 
იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უწყების მიერ მომზადებული სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღა სწორედ ამ საკითხების დარეგულირების მკაცრ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებს ითვალისწინებს.

ახალი ამბები