კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ფოტოგამოფენა გაიხსნა

12 დეკემბერი, 2014
 
მაკა შამუგია

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში  გაიხსნა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით - „ქალები ადამიანის უფლებებისთვის“. გამოფენაზე წარმოდგენილილ იყო 2014 წელს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მიერ ორგანიზებული ქალი უფლებადამცველების ფოტო კონკურსზე წარმოდგენილი ფოტომასალა. ფოტოებზე ასახულია ქალი უფლებადამცველების საქმიანობა. გამოფენის გახსნას ესწრებოდა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და უფლებადაცვით სფეროში ქალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. 

ფოტოკონკურსში მონაწილეობდა 15 უფლებადამცველი ქალი სხვადასხვა ქვეყნიდან, წარმოდგენილი იყო 12 ფოტოგრაფის ნამუშევარი. ფოტოკონკურსში გაიმარჯვა ქართველმა ფოტოგრაფმა დარო სულაკაურმა, ადამიანის უფლებათა სახლის წევრი უფლებადამცველის, ლელა ცისკარიშვილის ფოტოთი.

გამოფენა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ელბაქიძის გამოსვლით გაიხსნა: „ფოტოგამოფენა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს სიმბოლურად მივუძღვენი, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში უნდა გააქტიურდეს ქალის როლი, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღევანდელი გამოფენის მიზანიც სწორედ  ისაა , რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალებს უმნიშვნელოვანესი როლი შეაქვთ უფლებადაცვით საქმიანობაში“.

გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალების უფლებებისთვის არა მხოლოდ ქალები იბრძოდნენ, არამედ მამაკაცებიც: „პრობლემები ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული. ჩვენი ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში 26 ქალი იქნა მოკლული. რეალურად, სახელმწიფომ ვერ მოახერხა და ვერ დაიცვა ქალთა სიცოცხლე ძალიან ბევრ ადგილას. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება და ძალადობას შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მძიმე მასშტაბები აქვს“.

ადამიანის უფლებათა სახლის რეგიონული კოორდინატორის ქეთი აბაშიძის თქმით, გამოფენაში მონაწილე ქალები  არიან ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის წევრები. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა სახლების ქსელს, ეს არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 70 არასამთავრობო ორგანიოზაციას 15 ქვეყნიდან.  მისივე თქმით გამოფენის მოწყობის იდეა საქართველოში გაჩნდა და შემდეგ ამ პროცესში ყველა წევრი ორგანიზაცია ჩაერთო. 

ახალი ამბები