კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაქარია ქუცნაშვილმა ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

15 დეკემბერი, 2014
 
ციხეებში არსებული ვითარება, მედიის მიმართ დამოკიდებულება, დასაქმება და საკანონმდებლო ცვლილებები - ეს ის საკითხებია, რომელზეც პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას ისაუბრა. შეხვედრას, რომელიც ადამიანის უფლებათასა ერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში გაიმართა, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.

”ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ჩვენს ქვეყანაში ვითარება გამოსწორების გზით მიდის. ამის ნათელი მაგალითია სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც კარგადაა ასახული ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი. ამ მიმართულებით სამუშაო კვლავ ბევრია და ჩვენი ხელისუფლება აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მან ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც გაამახვილა ყურადღება (საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო). „აღნიშნული კანონი მოქმედი ხელისუფლების ერთერთი მიღწევაა. რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ეს საკითხი არათუ არ დაკანონდება, არც განიხილება“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები