კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სავარაუდო წამების ფაქტების თაობაზე

15 დეკემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულების სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს. 
 
მსჯავრდებულებმა ილია აფხაზავამ და გ.ხ-მ ( მსჯავრდებულის თხოვნით სახელ და გვარს არ ვასახელებთ), რომლებიც ამჟამად №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობეს, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს სასჯელაღსრულების  №8 დაწესებულების კამერებში, სადაც იმყოფებოდნენ მსჯავრდებულები ილია აფხაზავა და გ.ხ, შევიდა ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ პატიმრებს განუცხადეს, რომ უნდა გაეყვანათ დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან სასაუბროდ. კამერებიდან გამოყვანის შემდგომ ორივე მსჯავრდებული გადაიყვანეს არა დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, არამედ მსჯავრდებულთა ეტაპირებისთვის განკუთვნილ მანქანაში.

მსჯავრდებულებმა აღნიშნული გააპროტესტეს, რადგან თვლიდნენ, რომ მათი გადაყვანის აუცილებლობა არ იყო და არც ინფორმირებულნი იყვნენ ამის თაობაზე. პროტესტის მიუხედავად, მსჯავრდებულები გადაიყვანეს №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

მსჯავრდებულთა ინფორმაციით, №6 დაწესებულების თანამშრომელთა მიერ მათ მიმართ და ასევე სხვა მსჯავრდებულთა მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მსჯავრდებულები ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოათავსეს სამარტოო საკანში, სადაც არ იყო არანაირი ჰიგიენური პირობები. მსჯავრდებულ ილია აფხაზავას დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ მიაყენებდნენ შეურაცხყოფას, რაც აისახებოდა მის მომავალზე. დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებული მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, რომ მან სცადა თავის მოკვლა.

მსჯავრდებულებს, ასევე, არ მიეცათ საშუალება, №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წამოეღოთ პირადი სარგებლობის ნივთები. მსჯავრდებული გ.ხ. დღემდე უშედეგოდ ითხოვს მისი კუთვნილი საეკლესიო ნივთების დაბრუნებას.

მსჯავრდებულებთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს ოქმი მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით. მსჯავრდებულ გ.ხ.-ს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რითაც დადგინდა სხეულის დაზიანების ფაქტი. მსჯავრდებულ ილია აფხაზავას კი არ მიეცა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება სავარაუდოდ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და უზრუნველყოფილ იქნას მსჯავრდებულ ილია აფხაზავასა და  გ.ხ-ს კანონიერი უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები