კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მსჯავრდებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს

17 დეკემბერი, 2014
 
მაკა შამუგია

ადამიანის უფლებათა ცენტრი  გლდანის #8 და რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებების მსჯარდებულების სავარაუდო წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 16 დეკემბერს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთბას, რომ სავარაუდოდ კვლავ გრძელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მსჯავრდებულების არაადამიანური მოპყრობა და წამება. მოვითხოვთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და ასევე, პროკურატურამ გაომიძიოს ის ფაქტები, რაზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ამავე დროს, ვფიქრობთ, რომ  შესაძლოა საჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეული მასალები, არ იყოს ეფექტური და  საჭიროდ მიგვჩნია, რომ აქტიურად ჩაერთოს საქმის გამოძიებაში პროკურატურა" -განაცხადა,  ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

"ერთ-ერთი მორიგი ვიზიტისას, როდესაც ვიმყიფებოდი მსჯავრდებულთან შეხვედრაზე, მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ 3 დეკემბერს, ის იმყოფებოდა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც კამერაში იყო შვიდი მსჯავრდებული, ხოლო ღამის 12-საათზე დაწესებულების 20 თანამშრომელი შევიდა, მათ შვიდივე მსჯავრდებული ჩაიყვანეს პირველ სართულზე და განუცხადეს, რომ უნდა გადაეყვანათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. რასაც მსჯავრდებულების პროტესტი მოჰყვა, მათ ასევე ითხოვეს განმარეტება, თუ რასთან დაკავშირებით ხდებოდა ამ მოთხოვნის წაყენება. მოითხოვეს, რომ აღნიშნულს დასწრებოდა მათი პირადი ადვოკატი ან მათთან შესულიყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რომელიმე თანამშრომელი, რაზეც უარი მიიღეს, ხოლო ამის შემდეგ უკვე ადგილი ქონდა მათ მიმართ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობას," - განაცხადა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.
აღსანიშნავია, რომ 4 დეკემბერს მსჯავრდებულები გადაიყვანეს ნარკოლოოგიურ შემოწმებაზე. გარეგნული დათვალიერებისა და შარდის ანალიზის შემოწმების შედეგად, არც ერთ მსჯავრდებულს  არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების კვალი.

"თამაზ რასოიანს სწორედ ამ შემთხვევის შედეგად აქვს მიყენებული სხეულის დაზიანებები, კონკრეტულად მას დაზიანებული აქვს ორივე თვალ-ბუდის ქვედა არე, ზიანი მიყენებული აქვს ზურგისა და ფეხის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას  სისხლნაჟღენთები შეინიშნება. აუცილებელია ითქვას, რომ თამაზ რასოიანი ასახელებს მის ცემაში მონაწილე პირს, ეს არის გლდანის #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულების დირექტორის მოადგილე ზურაბ მოდებაძე", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

თამაზ რასოიანი გასულ წლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ის დაზარალებულად არის აღიარებული და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა, მისი ჯანმრთელობისათვის უარყოფითი შედეგების მომტანია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულების უფლებები დარღვეულია რუსთავის #6 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშიც. 

"მსჯავრდებულთა ილია აფხაზავასა და გ.ხ-ს (მსჯავრდებულის თხოვნით სახელ და გვარს არ ვასახელებთ)  ინფორმაციით, #6 დაწესებულების თანამშრომელთა მიერ, მათ და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხჰყოფას. ისინი ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოათავსეს სამარტოო საკანში, სადაც არანაირი ჰიგიენური პირობები არ იყო. უფრო მეტიც, ილია აფხაზავას დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ მიაყენებდნენ შურაცხყოფას რაც მის მომავალზე აისახებოდა. მსჯავრდებული იმ მდგომარეიბამდე მივიდა, რომ მან თავის მოკვლაც კი სცადა", - აღნიშნულია ცენტრის მიმართვაში.

ამავე მიმართვის მიხედვით, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად მსჯავრდებულ გ.ხ-ს სხეულის დაზიანების ფაქტი დადგინდა, ხოლო ილია აფხაზავას კი, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების უფლება არ მიეცა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე - საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინონ დროული რეაგირება, პატიმრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, სადაც საუბარია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ორგანიზაცია მოითხოვს,  უზრუნველყოფილი იქნას ილია აფხაზავას, გ.ხ-ს, თამაზ რასოიანისა და სხვა მსჯავრდებულების კანონიერი უფლებების დაცვა.

ახალი ამბები