კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

19 დეკემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

16 დეკემბერს   შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან   შეხვედრა გამართა. გუბერნატორმა საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მისი გუბერნატორობის პერიოდში სამინისტროების მხარდაჭერით განხორციელდა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ხელისუფლების მთავარ მიღწევად თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაასახელა. ზოგადი შესავლის შემდეგ,  მხარის გუბერნატორი კონკრეტულ პროექტებზე გადავიდა,  რომელიც  რეგიონში ინფრასტრუქტურის, სოფლის მეორნეობის, ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების ხელშეწყობით განხორციელდა. გუბერნატორმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა პრემიერ მინისტრის ინიციატივით  ვაშლის რიალიზაციის ხელშეწყობით არასტანდარტული ვაშლის სუფსიდირების პროექტზე. რეგიონში ჩაბარებულმა  ვაშლის რაოდენობამ 43 377ტონა, ხოლო სუფსიდიით გაცემულმა თანხამ 3 470 134 ლარი შეადგინა.

ზურაბ რუსიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორი: „მოგეხსენებათ  ერთი წელია რაც შევუდექი საქმიანობას, რეალურად თვითმართველობის არჩევნებამდე რეგიონში ახალი ხელისუფლება არასრულფასოვნად იყო წარმოდგენილი.  აღსანიშნავია რომ ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდინარე სოფლებში ჩატარდა    გაზიფიცირების, ელექტროფიკაციის ინფრასტრუქტურული  სამუშაოები.  სოფლის მეურნეობა მოგეხსენებათ წამყვანი დარგია შიდა ქართლისთვის  და ამ ხრივ განხორციელებული პროგრამებიდან  განსაკუთრებით მინდა გამოვყო ვაშლის სუფსიდია, ასე რომ ამ მხრივ საკმაოდ ბევრი რამ არის გაკეთებული“.

გუბერნატორის წლიურ ანგარიშს მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გასულ წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ერთ წლიანი სამომავლო გეგმაც წარადგინა. სოზარ სუბარი ასევე რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი სახლებისთვის გამოყოფილი შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გორში წმინდაწყლის დასახლებაში ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ სარემონტო სამუშაობი არ დაასრულა, რის გამოც სამინისტრომ საქმე სასამართლოს გადასცა და შენობის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

სოზარ სუბარი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი: გორში მიწა გადმოგვეცა და მომავალ წელს ვიწყებთ  ახალი კორპუსების მშენებლობას და ამ მხრივ გორშიც  წინსვლა გვექნება, ამას დავამატოთ, რომ ყველა იმ ჩასახლებაში  რომელიც არის განლაგებული გზის პირზე ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება და ამ ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა ყველა ამ ჩასახლებაში მყოფ დევნილს გადაერიცხება  მიმდინარე წელს და მომდევნო წლის ორი თვის განმავლობაში ანუ სულ ოთხი თვის განმავლობაში 50- 50 ლარი  დახმარება გაზისა და დენის კომუნალური გადასახადების საფასური და პლუს ის პატარ პატარა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ყოველდღიურად ყველა დასახლებაში და ყველა რაიონში ხორციელდება .“

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონში 2014 წელს 4 889 915 ლარი დაიხარჯა. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებიც:  საჯარო სკოლების რეაბილიტაცია,  ამბულატორიების  მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

გიორგი კობერიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: „აღნიშნული პროექტები ძირითადათ მოიცავდა გზების მშენებლობა რეაბილიტაციას, წყალმომარაგება წყალ აივნების სისტემების მშენებლობა რააბილიტაციას, ასევე ნაგავსაყრელების კეთილმოწყობას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ვისაუბრეთ ჩვენ 2015 წელს  უკვე ძირითად მაშტაბურ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რა მიმართულებითაც ჩვენი სამინისტრო ასევე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.“

 ანაგარიშის მიხედვით რეგიონის მასშტაბით ე.წ.  საზღვრისპირა სოფლებში მოეწყო 9 ახალი ჭაბურღილი, სადაწნეო კოშკითა და რეზერვუარებით - ჯამში 1 550 000 ლარის ღირებულების, ხოლო 6 სოფელში გაკეთდა 10 ახალი ჭაბურღილი სადაწნეო კოშკითა და რეზერვუარებით, ასევე 8 სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 ჭაბურღილს და გაკეთდა 3 სრულიად ახალი რეზერვუარი, განხორციელდა 18 სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.   სულ წყალმომარაგებაზე დაიხარჯა  9 476 964 ლარი.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით  პროექტების ნაწილი 2015 წელს დასრულდება. ასევე მათი თქმით მომავალი წლიდან რეგიონში კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი პროექტების განხორციელებას გეგმავენ სხვადასხვა მიმართულებით.   

ახალი ამბები