კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ გრძელდება - აქცია რუსთაველის გამზირზე

22 დეკემბერი, 2014
 
მაკა შამუგია

კამპანიამ „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ 19 დეკემბერს მორიგი აქცია გამართა. აქციის ფარგლებში ერთი საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობიდან ოპერის თეატრამდე ტროტუარების კიდეებზე პლაკატები იყო გაშლილი. 

ამ გზით კამპანიაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“,  რომლის თანახმად,  ფარულ მოსმენებზე კონტროლი კვლავ შსს-ს ხელში დარჩა. კამპანია „ეს შენ გეხება“ აგრძელებს ბრძოლას ევროპული სრულფასოვანი მოდელის ჩამოსაყალიბებლად.

„მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ჩვენ ხედვით, მანკიერია. დღევანდელი აქციით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ მის უარყოფით მხარეებს და პლაკატებზე განთავსებული შეტყობინებებიც ამაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, იგეგმება საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება. იურისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. უახლოეს მომავალში დავაანონსებთ, როდის შევიტანთ და რა შინაარსის შემცველი იქნება ეს სარჩელი. ასევე ვმუშაობთ ახალ მოდელზე, რომელიც ცვლილებების სახით აისახება კანონში. ამ საკითხზე დავიწყებთ კონსულტაციას პოლიტიკურ პარტიებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან“, - განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა. 

კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტივისტები  შეეცადნენ,  პლაკატებზე ასახული მესიჯებით კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ საზოგადოებისათვის, თუ რატომ არის მიუღებელი,  ფარულ მოსმენებზე და მიყურადებაზე „უკონტროლო კონტროლი“.

„ზოგადად, ეს ჩვენი ბრძოლა მოწოდებულია, რომ ადამიანებზე უკანონო ფარული თვალთვალი, უკანონო მოსმენები არ განხორციელდეს. ეს ბრძოლა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კანონმდებლობის მომზადებაში და მივაღწიეთ კიდეც რამდენიმე დადებით ცვლილებას ამ მხრივ, მაგრამ მთავარი მიზანი - არ დაირღვეს საქართველოს მოქალაქის უფლებები და ყველანი დაცული ვიყოთ უკანონო მოსმენებისგან, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა. კანონში დარჩა ნორმა, რის საფუძველზეც შსს-ს შეუძლია, კონტროლის გარეშე, ერთპიროვნულად განახორციელოს მოსმენა და თვალთვალი. კამპანია „ეს შენ გეხება“ გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ეს ნორმა კანონით არ გაუქმდება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა. 
აქციის მონაწილეებს შემდეგი შინაარსის პლაკატებით ეჭირათ: „შინაგან საქმეთა სამინისტრო - შენი ერთგული მესაიდუმლე“, „უკონტროლო მოსმენები დაკანონდა“, „ჩვენ საიდუმლოს შენახვა ვიცით, შსს“, „ჩვენ გვესმის თქვენი ისე, როგორც არავის - შსს“, „ისმინეთ ჩვენი ხმა - ნუ გვისმენთ“. ამ პლაკატების საშუალებით, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, სათქმელი სწორად მიეტანათ როგორც ხალხისთვის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთათვის.

ახალი ამბები