კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერს უპირისპირდება

23 დეკემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი 

„მერიის თანამშრომლები დაკისრებული მოვალეობების შესრულებით უნდა იყვნენ დაკავებული და არა ქუჩაში, სხვადასხვა აქციებზე სირბილით. არ შეიძლება საჯარო მოხელე სამუშაო საათებში ქუჩაში იდგეს და ვიღაცის, თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერესს გამოხატავდეს“, - ამ განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციის - „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერიაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა.

იგი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტომაგისტრალის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე ქუთაისის მერიიდან, ასევე, ააიპ გაერთიანებებიდან ავტობუსებით ჩაყვანილი თანამშრომლების ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა.

„ჩვენ აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ვითხოვთ. ასევე, მოვითხოვთ ჩატარდეს ქუთაისის მერიის, ასევე, ააიპ გაერთიანებების თანამშრომელთა მონიტორინგი. აღნიშნული ფაქტების ამსახველ დოკუმენტაციას კი, ჩვენ საერეთაშორისო ორგანიზაციებს NDI-ს და IRI-ს გავუგზავნით, რომლებიც მსგავსი ფაქტებით ინტერესდებიან“, - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, რომელიც მომხდარში ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ადანაშაულებს.

ახალი ამბები