კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პრესკონფერენცია გაიმართა

24 დეკემბერი, 2014
 
მაკა შამუგია

23 დეკემბერს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში,  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, გიორგი ოქროპირძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებული,  მომხდარში კონკრეტულად ადანაშაულებს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულების თანამშრომელს, რომელიც მას ასევე ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ შიმშილობის გამოცხადებისათვის პასუხს აგებდა.

„გიორგი ოქროპირიძე 22 სექტემბრიდან დღემდე არის არაადამიანურ, ღირსების შემლახველ პირობებში, ის იმყოფება სამარტოო საკანში მაშინ, როდესაც სამარტოო საკანში ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, მას არა აქვს ნორმალური საწოლი, თეთრეული, ვინტილაცია, საკანში არ მოდის წყალი და  საპირფარეშოსაც არა აქვს კარი“, - განაცხადა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ავალიანმა.

პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბრალდებული გიორგი ოქროირიძის მიმართ 25 სექტემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაიწყო გამოძიება, თუმცა ბრალდებულს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდება. 

„გიორგი ოქროპირიძის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო, ღირსების შემლახველ მოპყრობის ფაქტზე, სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე, პროკურატურაში პირველ ოქტომბერს გამოძიება დაიწყო, რომელიც ზუსტად ორი კვირა გრძელდებოდა. აღნიშნული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ორი კვირის განმავლობაში პროკურატურამ  შეისწავლა სქელკანიანი საქმე, გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა, ადამიანსი უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ავალიანმა.

როგორც, ბრალდებულმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთან განაცხადა, მან არაერთხელ მიმართა ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მოეხდინათ,თუმცა ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

„პრევენციის მიზნით მე მივმართავ სასჯელაღსრულებას, პროკურატურას, შეწყვიტოს ძველი მეთოდებით მუშაობა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მომაწოდა ოქმი, სადაც, გიორგი ოქროპირიძე მიმართავს ეკა ბესელიას და აფიქსირებს, რომ სასამართლოზე მან ამხილა ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ასევე საუბრობს მუქარაზე, რაც მასზე დაჭერამდეც ხორციელდებოდა.“, - განაცხადა, გიორგი ოქროპიღიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა.

სახალხო დამცველთან არსებული პრევინციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის მიერ სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე შეინიშნება ვენტილაციისა და წყლის მომარაგების პრობლემაც.

„ადამიანის უფლებათა ცნტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს #8 და #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ასევე მიმართავს სასჯეაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად“, განაცხადა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ლუკავამ.

კონფერენციის მსვლელობისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ასევე მიმართა საქართველოს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე, მთავარ პროკურატურაზე, განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის უფლებების დასაცავად.

ახალი ამბები