კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის წარმომადგენელმა ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი სახალხოდ დაწვა

24 დეკემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი წულაია ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტს აპროტესტებს. 

„ეს ბიუჯეტი არანაირად არ არის ხალხის, ქუთაისელთა ინტერესსზე ორიენტირებული და იგი მხოლოდ ამ ქალაქის დეგრადაციას ემსახურება. ადგილობრივ ხელისუფლებას კი ამის მისახვედრად ჭკუა არ ყოფნის. იგი არ უსმენს ხალხს, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც მასზე გაცილებით გონიერია“, - განაცხადა გიორგი წულაიამ და პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიის წინ 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დემონსტრაციულად დაწვა.

რამდენიმე დღის წინ მან, ასევე, ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის არამიზნობრივი ხარჯვა გააპროტესტა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა დაინტერესდნენაღნიშნული საკითხით.

რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, მასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილსაც. „ნაციონალი“ დეპუტატების განმარტებით, ის შენიშვნები, რომლებიც მათ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდათ, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებული არაა. 

2015 წლის ბიუჯეტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს მიიღო და იგი 47 მილიონ 555 ათას 400 ლარით განისაზღვრა.
 

ახალი ამბები