06:50, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზარდიაანთაკარის გუშაგები

29.12.2014

 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი   

სოფელ ზარდიაანთკარამდე მისასვლელად ორი ბლოკ-საგუშაგო უნდა გაიარო,  მესამე ბლოკ -საგუშაგოს  რომ მიუახლოვდებით, ქართველი სამხედრო  ხელით განიშნებს, რომ ავტომანქანა გააჩერო.  2008 წლის ომის შემდეგ, რაც ოკუპაციის ხაზი გაავლეს, ეს ბოლო ბლოკ საგუშაგოა. 

ქართულ და ოსურ საგუშაგოებს  შორის ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე რვა საცხოვრებელი სახლი დგას.    ქართველი ჟურნალიტების მისვლა არ გამოპარვიათ მეზობელ საგუშაგოზე, მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა ჟურნალისტთა ჯგუფი, ოსი და რუსი სამხედროები ჭოგრიტების მეშვეობით ზვერავდნენ ჩასულ სტუმრებს. ქართველებიდან ერთ-ერთმა ხელი აუწია და მიესლმა, კეთილგანწყობილი ჟესტის შემდეგ სამი სამხედროდან ორი თვალს მიეფარა, ერთი მათგანი კვლავ თვალყურს ადევნებდა გადაადგილების პერიმეტრს.  ქართულმა პოლიციამ ე.წ. ნეტრალურ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ორგანიზებით ჩასულ ათამდე მედიასაშუალების წარმომადგნელებს.  

ადგილობრივები მძიმე სოციალურ გარემოზე საუბრობენ, ოკუპირებული ტერიტორიის საზრვრისპირა სოფელი  ძირითადად, ხანში შესული ადამინებითაა დასახლებული. 2008 წელის ომის შემდეგ  ზარდიაანთკარში ოჯახის შვიდი  წევრიდან  სოფელში  72 წლის თამარ   კაკაშვილი დარჩა: ,,ჩვენთვის არც ახალი წელია და არც ძველი“ -ამ ფრაზით დაიწყო საუბარი  ქალბატონმა:  ,,შეშა ჩვენ არა გვაქვს და საკვები.  არაფერში არ გვეხმარებიან, ის ერთი პენსია გვაქვს და სოციალური დახმარება,  ჩემი ოჯახი ომის შემდეგ დაიფანტა, ამ დრომდე ისინი გორის საბავშვო ბაღებში არიან შესახლებული“.  თამარ კაკაშვილს  ომის შედეგად დაზიანებული ორსართულიანი სახლის მხოლოდ ერთი ოთახი გაურემონტეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.  

სტრატეგიულ სოფელში ინფრასტრუტურული სამუშაოები მიმდინარებს, ადგილობრივებთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, ბუნბრივი აირის მილებში გაზის წნევას ამოწმებდნენ, ,,ბოლო ტექნიკური სამუშაოებია და რამდენიმე დღეში სოფელს გაზი ექნება“  გვეუბნება, ერთ-ერთი დასქმებული.  

ლუდა ეთნიკურად ოსი ქლბატონია, იგი იმ საცალფეხო ბილიკს გვაჩვენებს, რომლის გავლაც თვეში რამდენჯერმე უწევს,  ამ გზით მას   ნაკვეთში მოყვანილი ხილი ხელის ურიკათი გადაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ყიდის ან სურსათში ცვლის. ქლბატონი ლუდა ჟურნალიტებს დიდად არ სწყალობს, იმდენად არ სწყალობს, რომ გვარიც არ გვითხრა, სახელიც მეზობელმა დაუძახა და იქედან გავიგეთ.  

ელენე გაბლიშვილი ერთი წელია რაც  სოფელში დაბრუნდა,  ხუთი  წელი გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ზარდიაანთკარში დაბრუნების შემდეგ ხელმეორედ გაუხდა გასაკეთებელი, რაც ომამდე ჰქონდა.  ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურენეობაა, სოფელში დაბრუნების შემდეგ ხეხილის ბაღის გაჩეხვა მოუწია, რადგან შეშა საკმარისი არ ჰქონდათ, გაბლიშვილების ოჯახი დაცარიელებული სოფლის ერთ-ერთი ბოლო მოსახლეები არიან,  ახალი წლისთვის სამზადისიც უკვე დაწყებული აქვთ. 

ელენე გაბლიშვილი:,,მშვიდობის ფასი გავიგეთ და ეს იქნება ჩვენი სადღეგრძელო, მაინც იმედიანად ვხდებით ახალ წელს, პრობლემებს რა გამოლევს. აქ სახლები დაგვიზიანდა, ყველაფერი გაგვიფუჭდა ხუთი წელი სოფელში  არ ვიყავით შემოსულები.   ხელისუფლება არ დაგვხამარებია, სოფელში კი კეთდება სასმელი წყალი, გაზის მილები შემოიყვანეს, სარწყავ არხს აკეთებენ, თუ ასე გაგრძელა დაბრუნდება სოფელში ის ხალხი ვინც საბავშვო ბაღებში არიან დღესაც შესახლებული“.

ზარდიაანთ კარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე 300 კომლი ცხოვრობდა , დღესდღეობით კი სოფელში მხოლოდ 50 სახლიდან  ამოდის კვამლი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC