კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა

30 დეკემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი წლის ბიუჯეტი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დამტკიცდა.  2015 წლის რაიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 9 961 400 ლარით განისაზღვრა. გამოიკვეთა მთავარი პრიორიტეტული სფეროებიც, ყველაზე მეტი დაფინანსება სოციალურ სფეროსა და ინფრასტრუქტურას ერგო.2 055 600 ლარი ინფრასტრუქტურას და 1 182 600 ლარი სოციალურ სფეროს. სესიას ფრაქცია ნაიონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ დასწრებიან. ბიუჯეტს მხარი არც თავისუფალმა დემოკრატებმა დაუჭირეს.

თავისუფალმა დემოკრატებმა გაზრდილი საოფისე ხარჯები გააპროტესტეს და რაიონის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ხელფასების ბიუჯეტი უწოდეს. ოპოზიცია თვლის, რომ ბიუჯეტი მოსახლეობაზე ორიენტირებული არ არის.

,,ხელფასების მატება ძალიან კარგია, მაგრამ არა მხოლოდ გამგეობასა და საკრებულოში. ხელფასების მატება და ეკონომიკური წინსვლა უნდა იყოს ყველგან."–აღნიშნა ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გია შაოშვილმა.

ნაციონალების ლიდერის ნიკა ნიჟარაძეს თქმით,  ბიუჯეტისთვის იხარჯება ათ მილიონამდე ლარი, აქედან ერთი ოჯახიც  ვერ მიიღებს სიკეთეს. მათი ფრაქცია   ბოიკოტს უცხადებს ბიუჯეტის დამტკიცებას. 

"ჩვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა ბიუჯეტს. ჩავთვალეთ, რომ უკეთესად შეიძლებოდა ხარჯვითი ნაწილის გადანაწილება. რამდენიმე ათეული წელია გურჯაანში არსებობს ცეკვის სტუდია და ბევრი ახალგაზრდა ყავს აღზრდილი.  ვთვლი, რომ ,,გურჯაანი" თითით საჩვენებელი ანსამბლია. მათ ჰქონდათ მოთხოვნა 57 000 ლარის გამოყოფაზე. ამას შარშანაც ითხოვდნენ.  წელს კი,  მომატების ნაცვლად, ბიუჯეტი შეუმცირეს.  ამ თანხის მოძიების სურვილი რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა. ვერ დაავინახე ეს ნება და რატომღაც ჩავთვალე, რომ არ იყო საჭირო მხარი დაგვეჭირა ბიუჯეტის დამტკიცებისთვის. ასევე, ბიუჯეტში  თანხა არ იყო გათვალისწინებული მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით. არადა ეს პრობლემა, წლებია აწუხებს გურჯაანის მოსახლეობას, "–განაცხადა,,თავისუფალი დემოკრატების"თავმჯდომარემ დათო ჭუნიაშვილმა. 

"ოპოზიცია როგორეც ყოველთვის მხარს არ უჭერს. ბიუჯეტით მე მგონი ყველა კმაყოფილი უნდა იყოს“ –აცხადებს საკრაბულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ამისულაშვილი. მისივე თქმით, 800 000 ლარზე მეტით გაიზარდა ბიუჯეტი, სადაც პირველ რიგში ყურადღება მიექცა სკოლამდელ აღზრდას.  საბავშვო ბაღებში 430 მასწავლებელს და აღმზრდელს  გაეზრდებათ ხელფასი 25-30%-ით. 

პრიორიტეტულია  სოციალური დაცვა, რომელიც ასევე გაიზარდა 97 000 ლარით. გაიზარდა კულტურის, სპორტის, რელიგიის  და იმფრასტრუქტურის დაფინანსებაც. ყველა ერთად მთლიანობაში 7 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან. 

სოციალურ პაკეტში ყურადღება გამახვილებულია ჯანდაცვაზე. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, მოხდება ახალშობილების დაფინანსება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კი, მედიკამენტებით დაეხმარებიან.

ახალი ამბები