კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუსლიმებს ჭელის მეჩეთთან მისასვლელი ჭიშკარი ჩახერგილი დახვდათ

30 დეკემბერი, 2014
 
ნათია გოგოლაშვილი

26 დეკემბერს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მისულ მუსლიმებს მეჩეთის შესასვლელ ჭიშკართან ხის მორები დახვდათ. მორები, ფაქტობრივად, ხერგავდა მეჩეთში შესასვლელ ჭიშკარს. ამის შესახებ ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე საკუთარი facebook-ის გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მორები ზედ ჭიშკარზეა მიყრილი ისე, რომ ეზოში შესვლა ჭიშკრიდან შეუძლებელია. 

„არ შემიძლია თვალი დავხუჭო ისეთ უმსგავსოებაზე, რაც ბოლო დროს ხდება ჩვენს რაიონში. ჭელის მეჩეთის შესასვლელ ეზოში ჭიშკართან საშეშე მერქანს, ფაქტობრივად, ჩაკეტილი აქვს მეჩეთში შესასვლელი გზა. სამი დღეა, აქ არის დაყრილი. როცა პარასკევის ლოცვაზე მივედით ასე დაგვხდა მლოცველებს. პატრონი კი ვერ ვიპოვეთ. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მივაკვლიეთ საეჭვო პატრონს და გზა რაიონის მუნიციპალიტეტისაკენ წავიდა. როგორც შემდეგ მეგობრების დახმარებით გავარკვიეთ, ეს შეშა ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის ყოფილა განკუთვნილი. თუ მართლა სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, მაშინ ამ ადამიანებს სახლში რატომ არ მიუტანეს? ეთქვათ მაინც და მე თვითონ დავეხმარებოდი შეშის ადრესატამდე მიტანაში“, - წერს ჯამბულ აბულაძე.

ჯამბულ აბულაძის თქმით, ფაქტის გახმაურებიდან, დაახლოებით, ერთ საათში უცნობმა პირებმა მეჩეთის ჭიშკარს შეშა მოაცილეს  და შესასვლელი გაასუფთავეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის ლაზარე ჩილინგარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტმა დახმარება, შეშის სახით, მართლაც გამოყო. თუმცა, მისი თქმით, ამ შეშას მეჩეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

„ჭელის მეჩეთთან მხოლოდ 3 კუბამეტრი შეშა იყო დაყრილი. ეს შეშა ჭიშკართან შესასვლელ გზას არ ხერგავდა და არც არაფრს უშლიდა ხელს. შეშა იქვე მცხოვრები ოჯახისთვის იყო გათვლილი. უბრალოდ, სამარშრუტო ტაქსმა ვეღარ დაძრა. ეს ფოტოებიც სპეციალურად გადაიღეს. ხომ იცით, რა სიტუაციაც არის სოფელში და ცდილობენ, გააღვივონ არსებული კონფლიქტი“, - განაცხადა ლაზარე ჩილინგარაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

ახალი ამბები