კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიას ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

14 იანვარი, 2015
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძე დაინიშნა.

კოჟორიძე 2012–14 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მოადგილედ პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. 

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერდება ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც არის ბატონი კახაბერ კოჟორიძე...მე მივესალმები მის ჩართვას პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით და მის მოღვაწეობას აქ, ასევე მე მინდა ხაზი გავუსვა ბატონი გიორგი აბაშიშვილის ძალიან ნაყოფიერ მუშაობას ადმინისტრაციაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები