კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის კონკურსის შედეგებს მონაწილეები აპროტესტებენ

16 იანვარი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გასულ კვირას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გაასაჯაროვა. საბოლოო მონაცემებით მერიისა და საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობებზე გამარჯვებულად სულ 157 პირი დასახელდა. 39 პოზიციაზე კი, კონკურსის შედეგები ბათილად გამოცხადდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისია და  ზოგადად, ქუთაისის ხელისუფლება პროცესით კმაყოფილია. მონაწილეები კი, შედეგებს აპროტესტებენ. 

კონკურსანტები არა მხოლოდ შედეგებით არიან უკმაყოფილო, არამედ უშუალოდ პროცედურით და იმ არასერიოზული დამოკიდებულებით, რომელიც მათი განმარტებით, კომისიამ და ზოგადად, ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ მიმართ გამოიჩინეს. 

„კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი 4 ვაკანსიაზე გადავლახე. ტესტირებაზე 47 ქულა მივიღე და გასაუბრების ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ზემოთჩამოთვლილი 4 ვაკანსიიდან ერთერთზე დავსაქმდებოდი. გასაუბრება 25 დეკემბერს დასრულდა. კონკურსის  შედეგები იმ ვაკანსიებზე, რომლებზეც მე ვიღებდი მონაწილეობას, 6 იანვარს გამოცხადდა. მე კი, როგორც კონკურსანტს, არანაირი შეტყობინება დღემდე ამის შესახებ არ მიმიღია“, - ამბობს humanrights.ge-თან საუბარში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, პროფესიით ჟურნალისტი, ლელა ხიდაშელი.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსანტს კონკურსის შედეგი (მათ შორის უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც) საერთო შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს. როგორც ლელა ხიდაშელის, ისე დანარჩენი კონკურსანტების შემთხვევაშიც, ეს ვადა დარღვეულია. 

„ეს არის კომისიის მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება და კანონის უხეში დარღვევა. მე არ მქონდა მათი ოფიციალური პასუხი, რომლის საფუძველზე შევძლებდი ბრძოლა გამეგრძელებინა და შედეგი გამეპროტესტებინა. საპრეტენზიო კომისიას მხოლოდ იმის საფუძველზე მივმართე, რომ ჩემი თავი აღნიშნული კონკურსის შედეგად თანამდებობებზე დანიშნულთა სიაში ვერ აღმოვაჩინე. არადა, როგორც ვიცი, საპრეტენზიო კომისიაში განაცხადების შეტანა 12 იანვარს დამთავრდა  და მე ოფიცილური უარის დალოდების შემთხვევაში ჩემი შედეგის გაპროტესტების შანსიც აღარ მრჩებოდა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხი შეგნებულად არ მეცნობა, რათა უარყოფითი შედეგის გასაჩივრების ვადა გამეშვა და ჩემი უფლებების დაცვა ვერ მომეხერხებინა“, - განაცხადა ლელა ხიდაშელმა.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში, ისევე როგორც კონკურსის საპრეტენზიო კომისიაში, აცხადებენ, რომ როგორც კონკურსი, ისე მისი შემდგომი ეტაპი, ყოველგვარი დარღვევების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. თუმცა, სხვას მეტყველებს ფაქტები, რომლის თანახმად, შედეგები წერილობითი სახით მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულებს ეუწყათ.

„ბუნებრივია, ოფიციალურ პასუხს აღარ დაველოდე და 9 იანვარს საპრეტენზიო კომისიაში განაცხადი შევიტანე. მერიის თანამშრომელმა, რომელმაც ჩემი განცხადება მიიღო, მითხრა, რომ განცხადების განხილვის შესახებ ინფორმაციას 2 დღის ვადაში წერილობით მივიღებდი. სინამდვილეში, 12 იანვარს, საღამოს 7–ის 20 წუთზე საკრებულოს თანამშრომელმა, კერძოდ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ბექა ყანჩელის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ ჩემი განცხადების განხილვა საღამოს 9 საათამდეა დანიშნული და გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი განხილვა აღარ მოხდებოდა. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც დაირღვა ჩემი, როგორც კონკურსანტის უფლებები. მაგრამ, ალბათ, აქაც იგივე გათვლა იყო - მე ასე ოპერატიულად ვერ შევძლებდი მისვლას საპრეტენზიო კომისიაში და თავის დაცვის შანსს ავტომატურად დავკარგავდი“, - აცხადებს ხიდაშელი.

როგორც ირკვევა, მის ბედს სხვა კონკურსანტებიც იზიარებენ. იპოლიტე ამბროლაძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“  ქუთაისის ორგანიზაციის აქტიური  წევრია, რამდენიმე ვაკანსიაზე იღებდა მონაწილეობას. მას აღნიშნული კონკურსის ტესტირებაზე მაქსიმალური, 52 ქულა აქვს მიღებული.

„წინასწარ ვიცოდი, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. რადგანაც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა დაიქადნა: ნატო ქათამაძეს, ქუთაისის საკრებულოს წევრს და „რესპუბლიკური პარტიის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, არცერთ კაცს არ დავუნიშნავო. იმ პოზიციებიდან  2-ზე, რომელზეც მე ვმონაწილეობდი, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, ერთზე კი, 44 ქულიანი კონკურსანტი დაინიშნა მაშინ, როცა მე 52 ქულა მაქვს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ისევ „ნაციონალებისთვის“ ბრძოლაში გამობრძმედილ ადამიანებზე გააკეთა აქცენტი. ჩვენ კი, შვიდწლიანი ბრძოლის შედეგად ისევ იმედგაცრუება მივიღეთ“, - ამბობს იპოლიტე ამბროლაძე. 

ახალი ამბები