კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იური ვაზაგაშვილის სავარაუდო განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

21 იანვარი, 2015
 
20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტმა სრულიად საზოგადოება შეძრა. 

ცნობილია, რომ ტრაგიკულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას, უზრუნველყონ სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. 

გასათვალისწინებელია, რომ იური ვაზაგაშვილი წლების განმავლობაში მოითხოვდა, გასამართლებულიყვნენ და დასჯილიყვნენ 2006 წლის 2 მაისს თბილისში ე. წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დამკვეთები და შემსრულებლები, რომელთა მიერ ლიკვიდირებული იქნა მისი შვილი, ზურაბ ვაზაგაშვილი.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, იური ვაზაგაშვილის სავარაუდო განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად. 

ორგანიზაციები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი        ქეთევან ჩაჩავა
 საზოგადოებრივი დამცველი          ირინა ფუტკარაძე
 კონსტიტუციის 42-ე მუხლი          ნინო ელბაქიძე
 ადამიანის უფლებათა ცენტრი        ალექსანდრე ცქიტიშვილი  
 სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 

                                                                       კოტე კანდელაკი 

ახალი ამბები